გერმანიაში საკმაოდ მკაცრი წესები მოქმედებს კომპიუტერულ თამაშებთან მიმართებაში. ხშირად თამაშები სადაც ძალადობა და ფაშიზმის ნიშნებია გამოხატული ვერ აღწევენ ადგილობრივ გეიმერებამდე იმ სახით, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია დაშვებული. ზოგიერთ დეველოპერს უწევს გარკვეული პერსონაჟების მოდელების ანიმაციებით ჩანაცვლება და ზოგიერთი სპეციალური ეფექტების მოშორება, რომ მათი თამაში გერმანიის ტერიტორიაზე იქნას დაშვებული.

ასეთი თამაშები სამაოდ უცნაურად და სასაცილოდაც კი გამოიყურება, რისი ნათელი მაგალითიცაა Half-Life ცენზურის ქვეშ. გერმანიაში ის შესამჩნევი ცვლილებებით გამოვიდა: მასში ამოიღეს სისხლი, ჯარისკაცები შეცვლილია რობოტებით, ხოლო უცხოპლანეტელების შიგნეულობა შეცვლილია ბოლტებითა და ხრახნებით. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა, რადგანაც სპეციალურმა კომისიამ გადახედა Half-Life-ის ცენზურის საქმეს და თამაშის სტანდარტული ვერსია დასაშვები გახადა გერმანელი მომხმარებლებისათვის. შუტერის შემქმნელები რა თქმა უნდა ამით საკმოდ დიდ მოგებას ნახავენ, რადგანაც მსგავსი საკულტო შუტერი მიუხედავად სიძველისა მაინც პოპულარულია გეიმერებში.

Half-Life პოპულარული შუტერია, რომელიც კომპანია Valve Corporation-მა გამოუშვა 1998 წელს პერსონალური კომპიუტერისათვის, ხოლო სამი წლის შემდეგ ის პორტირებული იქნა Play Station 2 კონსოლზე. Half-Life-ის ისტორია მთავარი გმირის “Black Mesa” საიდუმლო სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მისვლით იწყება, სადაც წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგად ჩვენს სამყაროში უცხოპლანეტელები შემოიჭრებიან. Half-Life გახდა ერთ-ერთი პირველი თამაში სადაც სიუჟეტი გადმოცემულია სცენარების სახით და არა ვიდეო რგოლებით.

Half-Life
Half-Life
Developer: Valve
Price: 0,81 €
  • Half-Life Screenshot
  • Half-Life Screenshot
  • Half-Life Screenshot
  • Half-Life Screenshot
  • Half-Life Screenshot
  • Half-Life Screenshot
  • Half-Life Screenshot
  • Half-Life Screenshot
  • Half-Life Screenshot
  • Half-Life Screenshot
  • Half-Life Screenshot

წინა სტატიაბიტკასტი – ეპიზოდი 6
შემდეგი სტატიაახალი ვირუსი Mac კომპიუტერებისთვის ელფოსტით ვრცელდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი