LG-ის ახალი ფლაგმანი G6 გაყიდვაში აპრილიდან შემოვიდა და უკვე მოახერხა გარკვეული პოპულარობის მოპოვება. ახლა უკვე სამხრეთ კორეულმა კომპანიამ დიდი შანსია მისი უმცროსი ვერსიაც გამოუშვას.

ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა ჯერ არ დადასტურებულა ოფიციალურად, მაგრამ გავრცელებული ფოტოგრაფიები იმაზე მეტყველებს, რომ დიდი შანსია უახლოეს მომავალში ახალი სმარტფონი ვიხილოთ. უფროსი მოდელისგან გახვავებით, რომელიც 5,7 დიუმიანი ეკრანითაა აღჭურვილი მას 5,4 დიუმიანი ეკრანი აქვს.

რა თქმა უნდა მინი ვერსიის ეკრანსაც არასტანდარტული 18:9 შეფარდების ეკრანი აქვს და სამწუხაროდ ამ პარამეტრის გარდა ტელეფონის სხვა ტექნიკური მახასიათებლები ჯერ-ჯერობით უცნობია.

შესაძლოა კომპანიამ G6-ისგან განსხვავებით მინი ვერსიაში შეცვალოს დეტალები და შეზღუდოს წარმადობა ფასის დაწევის მიზნით ან შეინარჩუნოს ფლაგმანის მონაცემები და მაღალი ფასი. ასევე აღსანიშნავია, რომ LG G6 Mini არ არის სმარტფონის ოფიციალური სახელი.

 

წყაროPhone Arena
წინა სტატიაCnick – მულტიფუნქციური ხის ჭკვიანი ბეჭედი
შემდეგი სტატიაLG-ის ახალ 42.5 დიუმიან მონიტორს ერთდროულად ოთხი წყაროდან ჩვენება შეუძლია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი