LG-ის უახლესი მონიტორი სწორედ, რომ მონსტრია, რომელიც პროფესიონალ მომხმარებლებზეა გათვლილი. 42.5 დიუმიან მონიტორს იმდენი პორტი აქვს, რომ შეუძლია ერთდორულად ოთხი ეკრანი გამოიტანოს ოთხი ცალკე წყაროდან.  მონიტორის წინასწარ შეძენა 697 დოლარად არის შესაძლებელი.

ტექნიკურად ის 4K გარჩევადობის IPS პანელია და 3840×2160 გარჩევადობა აქვს. მას ანტიბლიკური ზედაპირი და 1000:1-ზე კონტრასტულობა ქვს. რაც შეეხება ხედვის კუთხეს ის 178 გრადუსია, როგორც ჰორიზონტალურად ასევე ვერტიკალურად. პიკური განათებულობა 350 კანდელია კვადრატულ მეტრზე და LG ამბობს, რომ მას შეუძლია 1.07 მილიარდი ფერის ჩვენება.

მონიტორს ბლომად პროტები აქვს: ორი HDMI 2.0 პორტი (4K/60ჰც.) წყვილი HDMI 1.4 (4K/30ჰც.) და ერთი DisplayPort 1.2a (4K/60ჰც.). მონიტორს აქვს ერთი USB 3.1 Type-C კონექტორი, რომელსაც ასევე შეუძლია იმუშაოს როგორც მეორე DisplayPort (4K/60ჰც.) არის ორი ჩვეულებრივი USB 3.0 პორტი კლავიატურისა და მაუსის შესაერთებლად. ყველა ამ პორტის წყალობით მონიტორს შეუძლია ოთხი დამოუკიდებელი წყაროდან შემოსული ვიდეო ერთდროულად გამოიტანოს ეკრანზე. LG მომხმარებელს საკმაოდ მდიდარ შესაძლებლობებს სთავაზობს და ერთი მაუსითა და კლავიატურით შესაძლებელს ხდის ერთდროულად ორ კომპიუტერთან ვიმუშაოთ.

წინა სტატიაLG G6 Mini: პირველი ფოტოები
შემდეგი სტატიაMicrosoft Surface Laptop

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი