მაიკროსოფტმა Windows 10 S (არა Cloud) გამოუშვა, რომელიც ფუნქციონალურად შეზღუდული, განათლების სექტორზე ორიენტირებული საოპერაციო სისტემაა. თქვენ მხოლოდ Microsoft Store-ში განთავსებული აპლიკაციებით შეძლებთ სარგებლობას, რომელთა შორის არის Office 365-ის აპლიკაციების მხარდაჭერაც, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. მთავარი ამ სიახლეში არის ის, რომ სკოლებს და ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ მოუწევთ ბრძოლა ვირუსებთან, რომელიც ტრადიციულ საოპერაციო სისტემას ახასიათებს. Microsoft Store-ში განთავსებული აპლიკაციები შედარებით დაცულ კონტეინერებში ეშვება სადაც ვირუსები და სხვა საფრთხეები ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს.
საოპერაციო სისტემაში ასევე არის ინსტრუმენტები, რომელიც გაუმარტივებს მასწავლებლებს მართონ მათი კომპიუტერები, წინასწარ ჩატვირთონ აპლიკაციები USB დრაივის საშუალებით. რა თქმა უნდა Microsoft Teams-ს დაემატება საკლასო ოთახებისთვის საჭირო ფუნქციონალური შესაძლებლობები, რომელიც სტუდენტებს და მასწავლებლებს კომუნიკაციის და კოლაბორაციის საშუალებას მისცემს.
Windows 10 S ზაფხულში გამოვა და პერსონალური კომპიუტერები მათი მხარდაჭერით მინიმუმ 189$ ეღირება, რაც საკმაოდ კონკურენტული ფასია Chrome OS მოწყობილობებთან მიმართებაში. Microsoft მომხმარებლებს თავაზობს ერთი წლით უფას წვდომას Minecraft Education Edition-ზე და ასევე Office 365-ის საგანმანათლებლო ვერსიაზე Microsoft Teams-თან ერთად. Windows 10-ის Pro რედაქციის მქონე სკოლები უფასოდ მიიღებენ Windows 10 S-ს, თუ რა თქმა უნდა არ იყენებენ აპლიკაციების, რომლებიც Windows Store-ში არ არის განთავსებული.