საიდუმლო არ არის ის, რომ ბევრი ელექტრონული კომპონენტის მიწოდებას მსხვილი ვენდორებისთვის სხვა და სხვა კომპანიები ახორციელებენ და Samsung ნამდვილად არ არის გამონაკლისი. Galaxy S8 და S8 Plus ფლაგმანებში შეგხვდებათ Qualcomm-ის Snapdragon 835 ან Exynos 8895, რომელსაც თვითონ Samsung აწარმოებს. კამერები არის Sony-სა და System LSI-ის წარმოების. ანალოგიური სიტუაციაა შიდა მეხსიერებასთან მიმართებაშიც: გარდა UFS 2.1 სტანდარტის ჩიპისა ზოგიერთ ტელეფონში შეიძლება UFS 2.0 შეგხვდეთ, რომელიც Toshiba-ს წარმოებულია. უფრო ხშირად ეს მოდულები დაყენებულია Qualcomm-ის პროცესორების მქონე მოწყობილობებზე. ამ ინფორმაციის გახმაურებისთანავე Samsung-მა ოფიციალური საიტიდან ამოიღო UFS 2.1 სპეციფიკაცია სმარტფონის აღწერიდან.

პირველი ვინც ამ დეტალზე ყურადღება გაამახვილა XDA Developers ფორუმის მომხმარებლები იყვნენ.

საიტი ცვლილებამდე
საიტი ცვლილების შემდეგ

ყოველდღიური მოხმარებისას თქვენ ვერ იგრძნობთ ვერანაირ განსხავევას UFS 2.1 და UFS 2.0 მოწყობილობებს შორის, თუმცა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეამოწმოს თუ რომელი სტანდარტის მქონე სმარტფონი აქვს: ამისათვის საჭიროა ტერმინალის ემულატორის დაყენება Play Store-დან და შემდეგი ბრძანების აკრება:

/cat/proc/scsi/scsi

რის შედეგადაც გამოვა შესაბამისი სტრიქონები

  • Samsung UFS 2.1 (KLUCG4J1ED-B0C1): Galaxy S8 ან S8 Plus – Exynos პროცესორით;
  • Toshiba UFS 2.1 (THGAF4G9N4LBAIRA ან THGAF4G9N4LBAIRB): Galaxy S8 Plus Snapdragon პროცესორით;
  • Toshiba UFS 2.0 (THGBF7G9L4LBATRA ან THGBF7G9L4LBATRC): Galaxy S8 Snapdragon პროცესორით.
წყაროAndroid Authority
წინა სტატიაბიტკასტი – ეპიზოდი 7
შემდეგი სტატიაNokia 3310 – ერთ კვირაში საქართველოში იქნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი