Steam-ზე სეზონური ფასდაკლებები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა სერვისის ყველა მომხმარებლისათვის. ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ათასობით თამაში იღება სხვადასხვა პროცენტის ფასდაკლებას. იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხული გვიახლოვდება, ბევრი უკვე განიხილავს ფასდაკლებების თემას. კომპანია Valve-ს ჯერ არ გამოუქვეყნებია ფასდაკლების თარიღი, თუმცა ინტერნეტში გარკვეული ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც ჩვეულებრივ ხდება, ინფორმაციის გაჟონვა მოხდა ელექტრონული წერილების საშუალებით, რომლებსაც Valve წინასწარ უგზავნის მომხმარებლებს მოსალოდნელი ფასდაკლების შესახებ თარიღის მისაწოდებლად. თუ გავრცელებულ სკრინშოტს დავუჯერებთ, ახალი საზაფხულო ფასდაკლება დაიწყება 22 ივნისს და დასრულდება 5 ივლისს. მოცემული თარიღი სიმართლესთან ახლოსაა და დაახლოებით ემთხვევა გასული წლის თარიღს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ფასდაკლებების სეზონზე Valve-მ 12,5 ათას თამაშზე განახახორცილა ფასდაკლება. შედარებისათვის, 2015 წელს აქციაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 2015-მა თამაშმა. წელს მოსალოდნელია რომ აქცია კიდევ უფრო მეტ თამაშს შეეხება.

წინა სტატიაX Ray Radar – ინოვაციური დანადგარი რადიაციული ტალღების აღმოსაჩენად
შემდეგი სტატიაSamsung-ის Tizen-ს Android Wear-ზე მეტი მომხმარებელი ყავს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი