Project Treble – მწარმოებლებს Android-ის განახლებებს გაუმარტივებს

Google I/O-მდე ერთი კვირით ადრე სადაც მისი მობილური საოპერაციო სისტემის შემდეგი ვერსია იქნება წარმოდგენილი Google-მა ერთი ძალიან კარგი სიახლე გამოაქვეყნა. კომპანიამ ძალიან კარგად იცის, რომ Android სმარტფონების მფლობელთა ძალიან დიდი ნაწილი საერთოდ არ ელოდება ახალი საოპერაციო სისტემის მიღებას თავიანთ მოძველებულ და ზოგიერთ შემთხვევაში ახალ სმარტფონებზეც კი. Project Treble სწორედ ამ მდგომარეობის გამოსწორებას მოემსახურება. პროექტი შეეხება ახალ მოწყობილობებს, რომლებიც Android O-თი გამოვა და რა თქმა უდნა არსებულ Pixel ტელეფონებსაც.

Google ამ სისტემას “Android-ის მოდულურ ბაზას უწოდებს” და ამბობს, რომ ეს ძალიან დიდი ცვლილებაა სისტემის არქიტექტურის ძირეულ დონეზე.

კომპანიამ თავის ბლოგში ახსნა, რომ მოწყობილობების შემქმნელებისგან მიღებული მონაცემებით “არსებული მოწყობილობების განახლება Android-ის ახალ ვერსიებამდე ძალიან დიდ დროს მოითხოვს და ძვირი ჯდება” და მხოლოდ პროგრამული კოდის პორტირება არ არის საკმარისი და საჭიროა დამატებითი ტესტირებაც.

მას შემდეგ რაც Google უახლესი ვერსიის ღია კოდს გამოაქვეყნებს, ჩიპების მწარმოებლები იწყებენ დრაივერებზე მუშაობას. მათ უწევთ მოდიფიცირებული კოდის გაგზავნა მოწყობილობების მწარმოებლებთან, რომლებიც ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას უშვებენ უკვე საჭრო ცვლილებებით. როცა ფინალური ვერსია მზადდება, მოწყობილობის მწარმოებლები ელოდებიან დასტურს მობილური ოეპრატორებისგან, რომ საბოლოოდ განახლება თქვენს ტელეფონებამდე მოვიდეს.

Project Treble ამცირებს აპარატურაზე დამოკიდებულ კოდს, რომელსაც აერთიანებს ერთი პაკეტში დეველპერებისათვის, რომლის ხელახლა გამოყენებაც Android-ის ახალ ვერსიებზეც იქნება შესაძლებელი. ამით იხსნება იმის აუცილებლობა, რომ ჩიპების შემქმნელებმა შეცვალონ თავიანთი ღია კოდი რომელსაც Google უგზავნის მათ და საბოლოო ჯამში განახლების გამოშვება უფრო სწრაფი ციკლებით ხდება შესაძლებელი.

მას შემდეგ რაც კომპანიამ ამას “მოდულური ბაზა” უწოდა მოსალოდნელია, რომ ანდროიდის საბაზისო კოდში უფრო მეტი კრებული შევა.  ჯერ-ჯერობით არანაირი დეტალები არ არის ცნობილი და საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას Google I/O-ზე შეიტყობს.

 

წინა სტატიაMicrosoft-ს სურს გამოუშვას Xbox One კლავიატურით
შემდეგი სტატიაყურადღება! ახალი გამომძალველი ვირუსი Windows კომპიუტერებს ემუქრება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი