როგორც TechCrunch გვატყობინებს Apple-მა ამერიკული კომპანია Lattice Data შეიძინა, რომელიც მანქანური შესწავლის პრინციპით ინფორმაციის სტრუქტურირებაზე მუშაობს.
წყაროს მონაცემებით გარიგების ღირებულებამ დაახლოებით 200 მილიონი შეადგინა. Apple-ში იუწყებიან, რომ კორპოორაცია “დრო და დრო ყიდულებს სხვა კომპანიებს, მაგრამ, საერთო ჯამში მომავლის გეგმებზე არ საუბრობს”.
Lattice Data 2015 წელს დაარსდა, ის შეიქმნა DeepDrive ტექნოლოგიის კომერციალიზაციის მიზნით შეიქმნა, რომელიც სტენფორდში შეუმუშავეს. მთელი არსებობის განმავლობაში სრულიად უხმაუროდ კომპანიამ 20 მილიონამდე დაფინანსება მოიპოვა და დროის უმთავრესი ნაწილი ჩრდილში იყო.
მონაცემები, რომლის სტრუქტურირებითაც კომპანია Lattice Data არის დაკავებლი 70-80%-ია მთელი ინფორმაციისა, რომელიც ინტერნეტში წარმოიქმნება. ეს ინფორმაცია ჩვეულებრივ უსარგებლოა ანალიზისთვის, თუმცა მისი სწორად დალაგების შემდეგ ის ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. Lattice Data ინფორმაციის დალაგებისთვის მანქნაურ შესწავლას იყენებს.
Apple-ს შეუძლია ნაყიდი ტექნოლოგიები ხმოვანი ასისტენტის Siri-ს განვითარებისთვის გამოიყენოს, რადგანაც Lattice Data მოლაპარაკებებს აწარმოებდა მსხვილ კორპორაციებთან და მათ საკუთარ სისტემებს თავაზობდა, რომლითან Alexa-ს მსგავსი ხმოვანი ასისტენტების მუშაობას გააუმჯობესებდა.