წლის დასაწყისში გავრცელდა ჭორები, რომ Galaxy Note 8 პირველი იქნებოდა Samsung-ის მოწყობილობებს შორის, რომელიც ორი მთავარი კამერით აღჭურვებოდაა. როგორც ჩანს პრიველი C სერიის სმარტფონები იქნება. მიუხედავად ამისა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ორი მთავარი კამერა Galaxy Note 8-ის კომპლექტაციაში შევიდეს. ახლა უკვე ეს ინფორმაცია ავტორიტეტულმა კორეულმა წყარომ გაავრცელა. გარდა ამისა გაირკვა ახალი ფლაგმანის გამოსვლის თარიღი, რომელიც დღემდე საიდუმლოდ ინახებოდა.
Samsung Galaxy Note 8 – ორმაგი მთავარი კამერით IFA 2017-ზე იქნება წარმოდგენილი, რომელიც წელს 1 – 6 სექტემბერს ჩატარდება ბერლინში. Samsung ტრადიციულად პირველ ან ნულოვან დღეს ატარებს ხოლმე თავის პრეზენტაციას ამ გამოფენაზე, ამიტომაც Galaxy Note 8-ის ჩვენება ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი წარმოდგენა იქნება ბერლინში. წყაროები მაბობე, რომ კომპანი ყურადღებით ეკიდება ორი მოდულის უპირატესობებს და ინჟირებმა დიდი შრომა ჩადეს უკანა ფონის დაბლარვის ეფექტში და რა თქმა უნდა ავტომატური ფოკუსირების უახლესი ალგორითმები შეიმუშავეს.