პროცესორები Intel Core i7 ბაზარზე 2008 წლიდან არსებობს და მომხმარებლებში ასოცირდება, როგორც მაქსიმალურად წარმადი პროცესორი სამაგიდო კომპიუტერებისთვის. ჩიპები ვიდეოს ყველაზე მაღალ ხარისხში უშვებენ და “მძიმე” თამაშებსაც მსუბუქად უმკლავდებიან. მიუხედავად ამისა უკვე არის ჭორები, რომ მიმდინარე წელს ფლაგმანურ პოზიციებს Core i9 პროცესორები დაიკავებენ 10 ან 12 ბირთვით. ახალი პროცესორები Skylake-X ოჯახში შევლენ და ექნებათ LGA2066 და ოთხ არხიანი DDR4 მეხსიერების მხარდაჭერა.
პროცესორი
ბირთვების რაოდენობა
L3 ქეში
სიხშირე/ოვერქლოქი
PCI-e ხაზები
მეხსიერება
TDP
რელიზი
i7-7640K
(Kaby Lake-X)
4/4
6
4,0 /
4,2 (Turbo 2.0)
16
2 x DDR4-2666
112
ივნისი
i7-7740K
(Kaby Lake-X)
4/8
8
4,3 /
4,5 (Turbo 2.0)
16
2 x DDR4-2666
112
ივნისი
i9-7800X
(Skylake-X)
6/12
8,25
3,5 /
4,0 (Turbo 2.0)
28
4 x DDR4-2666
140
ივნისი
i9-7820X
(Skylake-X)
8/16
11
3,6 / 4,3 (Turbo 2.0) /
4,5 (Turbo 3.0)
28
4 x DDR4-2666
140
ივნისი
i9-7900X
(Skylake-X)
10/20
13,75
3,3 /
4,3 (Turbo 2.0)
4,5 (Turbo 3.0)
44
4 x DDR4-2666
140
ივნისი
i9-7920X
(Skylake-X)
12/24
16,5
უცნობია
44
4 x DDR4-2666
140
აგვისტო
ახალი პროცესორები გეიმერებზეა ორიენტირებული და დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება GamesCon 2017-ზე. გამოფენა 22 დან 26 აგვისტომდე ჩატარდება.