MP3 – ციფრული აუდიოს კოდირების ფორმატმა შეცვალა ის თუ, როგორ ვუსმენთ მუსიკას და ხელი შეუწყო უთვალავი ახალი მოწყობილობის შექმნას ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. ის უკვე მკვდარია. ფორმატის დეველოპერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ შეწყვიტეს ფორმატის ლიცენზირება.
ფორმატის მფლობელობის ისტორია და პატენტების მესაკუთრეობის საკითხი საკმაოდ ჩახლართულია თუმცა ფრაუნჰოფერის ინსტიტუტს აქვს გარკვეული MP3 პატენტები, რომელსაც პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებზე გასცემდა. ლიცენზირების შეწვეტის შესახებ განცხადებაში ნათქვამია:
“ვინაიდან უკვე არსებობს უფრო ეფექტური აუდიო კოდეკები გაცილებით თანამედროვე ფუნქციონალით, mp3 მაინც არის პოპულარული მომხმარებლებს შორის. მიუხედავად ამისა უმრავლესობა მაღალი დონის მედია სერვისი, როგორიცაა სტრიმინგი ან სატელევიზიო თუ რადიო მაუწყებლობა იყენებს თანამედროვებ ISO-MPEG კოდეკებს, როგორიცაა AAC ოჯახი ან მომავალში MPEG-H. მათ შეუძლიათ უფრო მეტი ფუნქციონალის და უფრო მაღალი ხარისხის აუდიოს მიწოდება დაბალ ბირტრეიტებზე ვიდრე MP3”
რა თქმა უნდა იქნება მწარმოებლები, რომლებიც კიდევ ბევრი ხანი გამოიყენებენ MP3 კოდეკს, მაგრამ ახალი ფორმატი AAC – Advanced Audio Coding ასევე შემუშავებულია ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის მიერ და სწორედ ის ხდება ინდუსტრიული სტანდარტი ახალი მოწყობილობებისა და სერვისებისთვის.
MP3 მოკვდა მაგრამ მისი ეფექტი ციფრულ სამყაროზე მნიშვნელოვანი იქნება ყოველთვის. მისი წყალობით გამარტივდა მუსიკის ჩამოწერა ინტერნეტიდან. iPod და iTunes-ის შექმნაც სწორედ ამ ფორმატის დამსახურებაა და ზოგადად მან განსაზღვრა ბევრი რამ რაც დღეს თავისთავადი გვგონია.
ვინილისა და აუდიო კასეტებისგან განსხვავებით MP3-ს არ ექნება ერთგვარი ნოსტალგიური აღორძიენბა. აუდიოს ხარისხი, რომელსაც ის დღეს იძლევა ფაქტიურად ნაგავია თანამედროვე სტანდარტებთან შეფარდებაში. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ კომპრესია, რომელსაც mp3 კოდეკი ახორციელებს ნეგატიურ ემოციებს იწვევს მსმენელებში.
აი პირველი კომპოზიცია, რომელიც კოდირებული იქნა კარლჰეინც ბრანენბურგის მიერ და შემდგომშიც გამოიყენებოდა პროგრამული კოდის დახვეწის პერიოდში.
ეს კი ის დანაკარგია, რომელიც კოდირების პროცესში შორდება ორიგინალურ აუდიოს