Apple Watch-ს შეუძლია გულის მუშაობის დარღვევების აღმოჩენა 97 პროცენტიანი სიზუსტით. გასულ კვირას ამის შესახებ Heart Rhythm Society-მ განაცხადა. ეს ძალიან კარგია, იმიტომ, რომ ხალხს ხშირად არ აქვთ გამოხატული სიმპტომები გულის მუშაობის გარკვეული დარღვევევბის შემთხვევაში, ხოლო ადრეული დიაგნოსტიკა გართულებების თავიდან აცილების შესანიშნავი საშუალებაა.

Cardiogram – არის გულის რითმის მონიტორინგის აპლიკაცია Apple Watch-ისთვის, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს გულის დაავადებების კვლევებზე. 2016 წლის მარტიდან მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით Cardiogram-მა ჩაიწერა 6 000-ზე მეტი მონაწილის მაჩვენებლები. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა უმრავლესობა ჯანმრთელი იყო ერთი შეხედვით, 200 მათგანს მაინც დაუსვეს ატრიული ფიბრილაციის დიაგნოზი. კარგიოგრამის ინჟინრებმა ეს მონაცემები სპეციალური ალგორითმში გაატარეს, რითაც ავადმყოფობის დიაგნოსტირება გახდა შესაძლებელი.

Apple Watch-ის და Cardiogram-ის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მომხმარებელზე დაკვირვება მუდმივად ხორციელდება და მისგან ჩარევას არ მოითხოვს. რა თქმა უნდა აპლიკაციით მიღებული შედეგები პირველადია მხოლოდ თუმცა “ეს ძალიან დიდი წარმატებაა ალგორითმისთვის, რომ მოახდინოს კორექტული დიაგნოზი” ამბობს პროექტის ერთ ერთი ხელმძღვანელი პროფესორი გრეგ მარკუსი.

მომავალში პროექტის ავტორები Cardiogram-ის ფუნქციონალის გაფართოებას გულის სხვა დაავადებების აღმოჩენის მიმართულებით. “თუნდაც დიაბეტის ნიშნების შემჩნევაც არის შესაძლებელი გულის რითმის ანალიზის საფუძველზე” ამბობს პროექტის თანადამფუძნებელი ბრენდონ ბოლინგერი. “საინტერესო ფაქტი გულთან დაკავშირებით არის ის, რომ ის უკავშირდება ავტონომიურ ნერვულ სისტემას, რომელიც მთელი შიდა ორგანიზმის შესახებ მონაცემების მიღებას ხდის შესაძლებელს, მხოლოდ ცა არის ლიმიტი”

წინა სტატიაRyzen 9 – AMD-ს პასუხმა Core i9-ზე არ დააყოვნა
შემდეგი სტატიაChrome OS-ის ექსპერიმენტული ფუნქცია თქვენს თვალებს დაასვენებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი