ძალიან ცოტას გამოსდის დილას გაიღვიძოს გამოძინებულმა, დასვენებულმა და კარგ ხასიათზე მყოფმა. თუმცა, ამაში თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლია დაგვეხმაროს. Kickstarter-ზე წარმოდგენილ იქნა სმარტ-ბალიში  Sunrise Smart Pillow შესაძლებლობების ფართო არჩევანით. ის მოწოდებულია გააუმჯობესოს მომხმარებლის ძილი და დილას გაღვიძება გახადოს სასიამოვნო. მოწყობილობის შემქმნელები გვარწმუნებენ, რომ კლასიკური გაღვიძება მაღვიძარის საშუალებით საზიანოა. მას შეუძლია გაგვიფუჭოს ხასიათი, ზოგჯერ მთელი დღის მანძილზეც კი. ამის გამო მათ შექმნეს  Sunrise Smart Pillow, რათა ჩვენი ცხოვრება გახადონ უკეთესი.

ბალიში Sunrise Smart Pillow გვერდებზე აღჭურვილის დიოდური ნათებებით. როდესაც გაღვიძების დრო ახლოვდება, ნელ-ნელა ინთება თბილი შუქი, რომელიც ქმნის მზის ამოსვლის იმიტაციას. ასე რომ, ბნელ ან ფარდაჩამოფარებულ ოთახშიც თქვენ გაიღვიძებთ ბუნებრივად. გარდა ამისა, სპეციალური სენსორების დახმარებით Sunrise Smart Pillow კურირებს მომხმარებლის ძილის ფაზებს და აღვიძებს ყველაზე მიზანშეწონილ დროს, რათა მომხმარებელმა თავი დასვენებულად იგრძნოს. ამისათვის საჭიროა, აპლიკაციაში ავირჩიოთ გაღვიძების თანამგზავრი დრო და ბალიში თავად გაგაღვიძებთ.

Sunrise Smart Pillow-ს განათება შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ გაღვიძებისთვის, არამედ წიგნის კითხვისთვისაც. განათება კომტროლირდება მობილური აპლიკაციის საშუალებით. გარდა ამისა, ბალიში ტრადიციული მაღვიძარის მუსიკის ნაცვლად იყენებს ბუნების ხმებს ან ნებისმიერ მუსიკას შემდეგი რესურებიდან: YouTube, Spotify, Apple Music, Google Play Music და სხვა.

Sunrise Smart Pillow-ს შეძენა შესაძლებელია Kickstarter-ზე $99-ად.

წინა სტატიაSilknet – მხოლოდ უპაროლი Wi-Fi როუტერის გამო არ დაგაჯარიმებთ
შემდეგი სტატიაუკრაინაში Mail.ru, Yandex და მთელი რიგი რუსული სერვისები დაიბლოკება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი