ბევრი ჩვენგანი იყენებს პაროლს, გრაფიკულ გასაღებს, თითის ანაბეჭდის სკანერს და სხვა მეთოდებს საკუთარ ტელეფონში ავტორიზაციის გასავლელად. თუმცა დაცვის იდეალური გზა არ არსებობს და ბლოკირების თითოეული მეთოდის გატეხვა შესაძლებელია. ზოგჯერ ამის საშუალებას გვაძლევს ოპერაციულ სისტემაში არსებული შეცდომები. შეცდომები შეინიშნა ვირტუალური დამხმარე Siri-ს მუშაობაში, რომლის მეშვეობითაც უცხო ადამიანს შეუძლია მიიღოს წვდომა ფოტოებზე, კონქატქტებზე და სხვა პერსონალურ ინფორმაციაზე მაშინ, როდესაც მოწყობილობა არის დაბლოკილ მდგომარეობაში. Reddit-ის მომხმარებლებმა Siri-ს ახალი მოწყვლადობა უპოვეს.

iOS 9-სა და iOS 10.3.3-ზე თუ Siri-ს ვთხოვთ გამორთოს ქსელური კავშირი დაბლოკილ დივაისზე, ის გვიპასუხებს რომ ამისათვის საჭიროა პაროლის შეყვანა. თუმცა, თუ Siri-ს ვკითხავთ ქსელური კავშირის სტატუსზე, ეკრაზე გამოჩნდება გადამრთავი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოვრთოთ კავშირი.

მარცხენა სურათზე ნაჩვენებია, როგორ გვაძლევს Siri კავშირს ქსელის პარამეტრებთან დაბლოკილ iPhone-ზე:

შესაძლოა ეს შეცდომა მნიშვნელოვნად არ მოგეჩვენოთ, თუმცა თუ თქვენ დაკარგავთ iPhone-ს ან მას მოგპარავენ, მპოვნელი და ქურდი, Siri-ს საშუალებით გათიშავს ქსელთან კავშირს და თქვენ ვერ შეძლებთ გაიგოთ თქვენი დივაისი მდებაორება ან დაბლოკოთ ის.

 

წინა სტატიაWindows 7, 8 და Vista-ს მომხმარებლები ისევ დაუცველები არიან
შემდეგი სტატიაIntel Core i9 და ახალი პროცესორების ოჯახი Core X

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი