Computex 2017-ზე ტაიპეიში კომპანია Dell-მა ახალი მონობლოკები Inspiron 27 7000 და 24 5000 და სამაგიდო კომპიუტერი Inspiron Gamig Desktop წარმოადგინა.

Dell Inspiron 27 7000

Dell Inspiron 27 7000 როგორც სახელიდანაც ჩანს 27 დიუმიანი IPS ეკრანითაა აღჭურვილი და 3840 x 2160-ზე გარჩევადობა აქვს. სიახლეს AMD-ს წარმოების Ryzen 5 1400 ან Ryzen 7 1700 პროცესორი აქვს, ასევე დისკრეტული ვიდეო დაფა Radeon RX 560 ან RX 580 და 16 ან 32 გიგაბაიტი ოპერატიული მიეხსიერება. 1 ტერაბაიტადე მყარი დისკი სლოტი და SSD დისკის სლოტი 256 გიგაბაიტამდე მოცულობით. პროტების კრებულში შედის 3.5 მმ. აუდიო, HDMI, სამი USB 3.1, ორი USB 2.0, ორი USB 3.1 Type-C, Gigabit Ethernet და SD ბარათების სლოტი. არის Windows Hello ბიომეტრიული იდენტიფიკაციის მხარდაჭერა, ხმის ამოცნობის Field Speech Recognition – Cortana-სთვის. სიახლის ფასი 1000 დოლარიდან იწყება.

Dell Inspiron 24 5000

Dell Inspiron 24 5000 შესაბამისად 24 დიუმიანი IPS ეკრანითაა, რომელსაც 1920×1080-ზე გარჩევადობა აქვს. მას AMD A12-9800E პროცესორი და AMD Radeon RX560 ვიდეო ადაპტერი აქვს. ოპერატიული მეხსიერება აქაც 16 ან 32 გიგაბაიტია. მონაცემების შესანახად შეიძლება აირჩიოთ HDD ან SSD დისკი. ინტერფეისების კრებულში შედის: 3.5 მმ. აუდიო, ორი USB 3.1, ორი USB 2.0, ორი USB 3.1 Type-C, Ethernet და SD ბარათების სლოტი. სიახლის ფასი 700 დოლარიდან იწყება.

Dell Inspiron Gaming Desktop

Dell Inspiron Gaming Desktop-ის საბაზისო/ტოპ კომპლექტაციაში შედის

  • პროცესორი: AMD A10 9700 /AMD Ryzen 7
  • ოპერატიული: 8 გიგაბაიტი / 16 გიგაბაიტი
  • ვიდეო: Radeon RX560 /AMD Radeon RX 580 /GeForce GTX 1060
  • მყარი დისკი: 1 ტერაბაიტი / 2 ტერაბაიტი HDD და 256 გბ. SSD

Inspiron Gaming Desktop-ის საბაზისო კონფიგურაცია 600 დოლარი ეღირება ხოლო ტოპ ანაწყობში სისტემა 2000 დოლარი დაგიჯდებათ.

  • ტეგები
  • DELL
წინა სტატიაAMD Ryzen Threadripper: 16 ბირთვიანი პროცესორი 64 ხაზით
შემდეგი სტატიაXiaomi Mi Note 3 ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი