Mi Max სმარტფონების მეორე თაობის გამოსვლის შემდეგ ორი კვირაც კი არ გასულა, ინტერნეტ სივრცეში კი უკვე აქტიურად ვრცელდება ხმები Xiaomi_ს ახალი დივაისის – Mi Note 3-ის შესახებ. ინტერნეტში გავრცელდა მოწყობილობის რენდერის ფოტო. მასზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Mi Note 3 ძალიან ჰგავს ფლაგმან Xiaomi Mi6-ს.

რენდერზე მკაფიოდ ჩანს, რომ სმარტფონს აქვს მომრგვალებული კიდეები, წინა პანეზე აქვს ფიზიკური ღილაკი და ორი ძირითადი კამერით არის აღჭურვილი (სავარაუდოდ ორივე არის 12მპ-იანი). რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლზებს, გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, დივაისი აღჭურვილია Aderno 540-იანი გრაფიკული დამაჩქარებლის მქონე Qualcomm Snapdragon 835 პროცესორით, აქვს 8გბ ოპერატიული მეხსიერება, 4070 მა/სთ-იანი ბატარეა და 256 შიდა მეხსიერება.

აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციაა და ოფიციალური განცხადება ფლაგმანის შესახებ ჯერ არ გამხდარა ცნობილი. ჯერ არ არის ცნობილი, თუ როდის შედგება დივაისის ანონსი.

წინა სტატიაComputex: Dell-მა პირველი მონობლოკები გამოუშვა AMD Ryzen-ის ბაზაზე
შემდეგი სტატიაGoogle Sheets ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს გამოიყენებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი