YoutTube-მა ახალი წესები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რეკლამის განთავსების კანდიდატ ვიდეობს კიდევ უფრო მეტი შეზღუდვები შეეხებათ. წესების გამკაცრების მიზანია კომპანიამ არ განათავსოს რეკლამა იმ რგოლებში, რომლებიც აგრესიას ან სხვა წესებთან შეუთავსებელ კონტენტს შეიცავს.

მარტში გავრცელებული სიახლეების თანახმად აღმოჩნდა, რომ მთელი რიგი რეკლამებისა თავსდებოდა რგოლებში, რომლებიც ექსტრემიზმს, ჰეითსფიჩს და შეუსაბამო კონტენტს შეიცავდა. ამას რა თქმა უნდა რეკლამის შემკვეთების მხრიდან რეაქცია მოყვა და მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა Audi, L’Oreal და ბრიტანეთის მთავრობამ სხვა რეკლამის დამკვეთებთან ერთად ამოიღეს თავიანთი ბანერები და სარეკლამო რგოლები YouTube-დან. დღევანდელ ანონსში YouTube ამბობს, რომ ბევრი მათგანი ვინც მარტში წავიდა უკან დაბრუნდა ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და დამატებითი კონტროლის მექანიზმების შეთავაზების შემდეგ.

Google-მა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ვიდეო, რომელიც აკმაყოფილებს მათ წესებს არ დაიბლოკება YouTube-ზე, მაგრამ ვიდეობი, რომლებიც ახალ წესებ უგულვებელყოფს ვერ მიიღებენ შემოსავალს რეკლამიდან. ასე რომ თუ მანც და მაინც გინდათ მიუღებელი გახდეთ YouTube-ისთვის ამით ფულს ვერ იშოვით.

წინა სტატიაGoogle Sheets ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს გამოიყენებს
შემდეგი სტატიაწარმოადგინეს ახალი Need For Speed: Payback

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი