კომპანია Google თავისი მობილური საოპერაციო სისტემა Android-ის ვერსიის ნომერს ყოველ 12 თვეში ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ნომრის გამოცნობა ადვილია მომხმარებლებისთვის, მაინც არ წყდება დისკუსია ვერსიის რიგითობის და კოდური დასახელების შესახებ. ყველაზე ხშირად კომპანია ვერსიას ერთი ციფრით ცვლის, ხოლოდ სახელი მუდმივად ტკბილეულ დესერტთან არის დაკავშირებული.
მიმდინარე წლის მარტში გამოსული Android O-ს პირველი დევლოპერული ვერსის გამოშვებასთან ერთად დადასტურდა შემდეგი ვერსიის სახელის პირველი ასო O, ხოლო მაისში ოფიციალურ ბეტასთან ერთად ეს კიდევ უფრო სარწმუნა გახდა. მიუხედავად ამისა Google I/O-ზე არ დასახელებულა საოპერაციო სისტემის რიგითი ნომერი და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ იქნა აღმოჩენილი განახლებული აპლკიკაციების წყარო კოდში.
Android O-ს რიგითი ნომერი Google Photos და Google Keep აპლიკაციებში აღმოაჩინეს, რომლებიც 1 ივნისს გამოვიდა. ორივე აპლიკაციის Android Manifest ფაილში აღმოჩნა პირდაპირი ბმული Android 8.0.0-ზე.
<manifest xmlns:android=”http://schemas.android.com/apk/res/android” android:installLocation=”auto” package=”com.google.android.apps.photos” platformBuildVersionCode=”26″ platformBuildVersionName=”8.0.0″>
<manifest xmlns:android=”http://schemas.android.com/apk/res/android” package=”com.google.android.keep” platformBuildVersionCode=”26″ platformBuildVersionName=”8.0.0″>
კოდის ნაწილი platformBuldVersionCode პასუხს აგენს API-ს, რომელიც აპლიკაციებზე ორიენტირებული, ხოლო რიგითი მომხმარებლებისთვის საქმის გასამარტიველბლად ყოველი API საოპერაციო სისტემის კონკრეტულ ვერსიაზე მიუთითებს. აღნიშნულ შემთხვევაში მასზე წვდომა შეგვიძლია დავინახოთ platformBuildVersionName-ში. ერთი დღის შემდეგ API 26 დონის მიმართვა Android Pay-ში გამოჩნდა და ასევე Gboard, Gmail, Google App, Google Calenda, Google Maps და ა.შ.
სამწუხაროდ ეჯრ არ არის ცნობილი კოდური დასახელება და ფანებისთვის უცნობია თუ რომელი ტკბილი დესერტი გველოდება, თუმცა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს Oreo იქნება.