სწრაფი დამუხტვის სტანდარტი QuckCharge 4.0+ უფრო სწრაფია 15%-ით და 30$-ით ეფექტურია ვიდრე წინამორბედი ვერსია.
სტანდარტი Quck Charge 4.0 წარმოდგენილი იყო Snapdragon 835-თან ერთად. კომპანიის დაპირებით 2750 მილიამპერიანი აკუმლატორი ხუთ წუთში 5 საათი მუშაობისთვის საკმარის მუხტს მიიღებდა. ახლა უკვე ახალი სტანდარტი Quick Charge 4.0+ ხუთი წუთი დამუხტვის შემდეგ 6 საათს გაძლებს.
გაუმჯობესდა ენერგიის ნაკადის გაორების ტექნოლოგია, რომელიც სითბოს გამოყოფას ამცირებს. დამუხტვისას აკუმლატორი 3 გრადუსით ნაკლებად ხურდება. ახალი სტანდარტი ასევე აკონტროლებს კორპუსისა და პორტის ტემპერატურას, რაც აკუმლატორს დაიცავს ცვეთისგან, მოკლე ჩართვისგან და აალებისგან. Quick Charge 4.0+ 30%-ით ამცირებს ენერგიის დანაკარგს სითბოს გამოყოფაზე და არ წარმოქმნის სხვა და სხვა ტიპის ხარვეზებს.
Quick Charge 4.0+ მხარდაჭერით ZTE Nubia Z17 გამოვა. კომპანია ამბობს, რომ სმარტფონი 50%-მდე 25 წუთში იმუხტება.