სწრაფი დამუხტვის სტანდარტი QuckCharge 4.0+ უფრო სწრაფია 15%-ით და 30$-ით ეფექტურია ვიდრე წინამორბედი ვერსია.

სტანდარტი Quck Charge 4.0 წარმოდგენილი იყო Snapdragon 835-თან ერთად. კომპანიის დაპირებით 2750 მილიამპერიანი აკუმლატორი ხუთ წუთში 5 საათი მუშაობისთვის საკმარის მუხტს მიიღებდა. ახლა უკვე ახალი სტანდარტი Quick Charge 4.0+ ხუთი წუთი დამუხტვის შემდეგ 6 საათს გაძლებს.

გაუმჯობესდა ენერგიის ნაკადის გაორების ტექნოლოგია, რომელიც სითბოს გამოყოფას ამცირებს. დამუხტვისას აკუმლატორი 3 გრადუსით ნაკლებად ხურდება. ახალი სტანდარტი ასევე აკონტროლებს კორპუსისა და პორტის ტემპერატურას, რაც აკუმლატორს დაიცავს ცვეთისგან, მოკლე ჩართვისგან და აალებისგან. Quick Charge 4.0+ 30%-ით ამცირებს ენერგიის დანაკარგს სითბოს გამოყოფაზე და არ წარმოქმნის სხვა და სხვა ტიპის ხარვეზებს.

Quick Charge 4.0+ მხარდაჭერით ZTE Nubia Z17 გამოვა. კომპანია ამბობს, რომ სმარტფონი 50%-მდე 25 წუთში იმუხტება.

წინა სტატიაLG-მ ხელმისაწვდომი ლაზერული პროექტორი გამოუშვა
შემდეგი სტატიაGoogle-მა შემდეგი ანდროიდის ვერსიის ნომერი გაამჟღავნა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი