კომპანია Apple-მა დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენციაზე WWDC 2017 ახალი ყველაზე მძლავრი iMac – iMac Pro წარმოადგინა და ასევე განაახლა ძველი მონობლოკები.

ეს ყველაზე მძლავრი კომპიუტერია, რომელიც Apple-ს საერთოდ გამოუშვია. iMac Pro-მ 27 დიუმიანი ეკრანი მიიღო და მას უფრო სრულყოფილი გაგრილების სისტემა აქვს. ახალ მონსტრს 8, 10 ან 18 ბირთვიანი Xeon პროცესორი აქვს. 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერების მქონა Radeon Vega ვიდეო ადაპტერი და ამ ყველაფრის წყალობით ჯამური გამოთვლითი სიმძლავრე 11 ტერაფლოპსს შეადგენს.

ჩაშენებული SDD მეხსიერება შესაძლოა 4 ტერაბაიტი იყოს, ხოლო ოპერატიული მეხსიერების 128 გიგაბაიტამდე გაზრდაა შესაძლებელი.

iMac Pro წლის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი და მისი საწყისი ფასი 4999$ იქნება.

Apple-მა ასევე განაახლა iMac კომპიუტერები 5K გარჩევადობით, მათ მიიღეს ახალი მატრიცები 500 ნიტი განათებით და გაუმჯობესებული გრაფიკული მახასიათებლებით. განახლება შეეხო პროცესორებსაც და ისინი მე-7 თაობის Intel Kaby Late არქიტექტურის ახალი პროცესორებით აღიჭურვა.

განახლდა ასევე MacBook Pro და MacBook ნოუთბუქებიც, რომლებმაც ახალი ეკრანები და ასევე ახალი მე-7 თაობის Intel Kaby Lake პროცესორები მიიღეს. განახლება შეეხო გრაფიკულ ჩიპებსაც და ძველი მოდელები ახალი თაობის  AMD Radeon ვიდეო ჩიპებით შეიცვალა.

 

წინა სტატიაiOS 11-ში ჩაშენებული ფაილური მენეჯერი დაემატა
შემდეგი სტატიაWWDC: Apple-მა iOS 11, watchOS 4 და macOS High Sierra წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი