iOS 11 – ბეტა ვერსიის უმთავრესი სიახლეები

iOS 11 – ბეტა ვერსიის უმთავრესი სიახლეები

WWDC 2017-ზე კომპანია Apple-ის ლიდერმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ეს კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი კონფერენცია იქნებოდა. გახსნი ცერემონიაზე კომპანიამ ტრადიციულად ახალი საოპპერაციო სისტემების ანონსი გააკეთა. რა თქმა უნდა იყო აპარატული სიახლეებიც, რომელთა შორის არის განახლებული Mac კომპაიუტერი, 10,5 დიუმიანი iPad Pro და სმარტ დინამიკი HomePod. ყველაზე მოსალოდნელი სიახლე რა თქმა უნდა iOS 11 საოპერაციო სისტემა იყო. პრეზენტაციის დასრულებისთანაცე Apple-მა პირველი ბეტა-ვერსია გამოუშვა დეველოპრებისთვის. აღმოჩნდა, რომ კომპანიამ საკმაოდ ბევრი სიახლის შესახებ არ უსაუბრია პრეზენტაციის ფარგლებში.

iOS 11 საოპერაციო სისტემის უმნიშვნელოვანესი სიახლეები პირველი ბეტა ვერსიის მიხედვით:

 

  • არ არის 32-ბიტიანი აპლიკაციების მხარდაჭერა

  • ფიჭური კავშირის სიგნალის ხატულა წერტილებიდან ტრადიციული მართხკუთხა ხაზებით შეიცვალა

  • შეიცვალა აკუმლატორის მდგომარეობის მაჩვენებელი ხატულა

  • გამოჩნდა ეკრანის ჩაწერის სისტემური ფუნქცია

  • iTunes Store-ს ახალი ხატულა

  • ახალი ხატულა აქვს და სრულად გადამუშავდა კალკულატორის აპლიკაცია

  • განახლდა პოდკასტების აპლიკაციის დიზაინი

  • განახლდა ფოსტის აპლიკაციის ინტერფეისი

  • ჩანაწერების აპლიკაციაში გამოჩნდა დოკუმენტის კამერით სკანირების ფუნქცია

  • კამერის აპლიკაციაში გამოჩნდა QR-კოდების სკანირების ფუნქცია

  • რუკების აპლიკაციას დაემატა ზოგიერთი შენობის დეტალური სქემები და საგზაო ნიშნები საავტომობილო ნავიგაციისას

  • შეტყობინებების აპლიკაციაში ყველა სტიკერი და დაყენებული აპლიკაცია ეკრანის ქვედა ზოლში გახდა ხელმისაწვდომი

  • სტანდარტულ კლავიატურაში გამოჩნდა ერთი ხელით შეყვანის რეჟიმი

  • Apple Music აპლიაციაში შესაძლებელი გახდა ნახოთ თუ რას უსმენენ თქვენი მეგობრები

  • iCloud-ში ახლა შესაძლებელია ფოტოების ატვირთვის შეჩერება

  • განახლდა ტელეფონის აპლიკაციის ინტერფეისი

  • გამოჩნდა ახალი აპლიკაცია: ფაილების მენეჯერი

  • განახლდა საფულის აპლიკაციის დიზაინი

  • სქრინშოტები ახლა უკვე მარცხენა ქვედა კუთხეში ჩნდება და მათზე დაჭერის შემდეგ იხსენბა რედაქტირების ფუნქციონალი

  • მთელს სისტემაში გადამუშავდა ანიმაციები

  • ახალი მართვის პანელში შესაძლებელი გახდა ელემენტების დამატება, წაშლა და ადგილის შეცვლა

  • დოკ პანელში უკვე არ გამოჩნდება აპლიკაციების სახელები

  • განახლდა ბლოკირების ეკრანი

  • განახლდა შეტყობინებების ცენტრი

  • AirPods ყურსასმენების მფლობელებმა მიიღეს საშუალება ცვალონ მათი პარამეტრები

  • შეიცალა iPhone-ის საცავის პარამეტრები და ახლა უკვე იქ ადგილის გათავისუფლების რეკომენდაციები დაემატა

  • პარამეტრებში გამოჩნდა აპლიკაციების მოწყობილობიდან წაშლის საშუალება, რომლებითაც უკვე დიდი ხანია არ სარგებლობთ

  • გამოჩნდა გადაუდებელი გამოძახების ფუნქცია

  • შეტყობინებების აპლიკაციის პარამეტრებში შეიძლება iCloud-ში სინქრონიზაციის გააქტიურება

  • ახალი ალგორითმების წყალობით გადაღებული ვიდეო და ფოტოგრაფიების ზომა დაახლოებით ორჯერ შემცირდა

  • სრულად განახლდა AppStore

  • Siri-სთან საუბარი უკვე ტექსტურ რეჟიმშიც შეიძლება

  • გაუმჯობესდა აუგმენტური რეალობის მხარდაჭერა

ეს მხოლოდ უმთავრესი ცვლილებებია, რომლებიც iOS 11-ის პირველ ბეტაში აღმოაჩინეს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სისტემა პლანშეტებზე უფრო მეტად ადაპტირებული გახდა და არ არის გამორიცხული ზოგიერთი ფუნქცია შეიცვალოს ან სულაც ახალი დაემატოს რელიზისთვის.

iOS 11-ზე განახლება შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი და მას iPhone 5S და უფრო ახალი მოდელები მიიღებენ, რაც შეეხება პლანშეტებს სიახლე iPad mini 2, iPad Air და iPod Touch 6-დან მომხმარებელბისათვის იქნება ხელმისაწვდომი.

კიდევ ერთი სიახლე რომელიც ქართველ მომხმარებლებს გაახარებს ქართული კლავიატურის დამატებაა.

გაზიარება:

დაკავშირებული პოსტები

Microsoft-მა Windows 11-ის ვერსია 26H2 გამოუშვა და მას თავსებადობის პრობლემების გარეშე „პროგნოზირებადი და მინიმალური შეფერხების მქონე განახლება“ უწოდა
Microsoft

Microsoft-მა Windows 11-ის ვერსია 26H2 გამოუშვა და მას თავსებადობის პრობლემების გარეშე „პროგნოზირებადი და მინიმალური შეფერხების მქონე განახლება“ უწოდა

Pages-ს, Keynote-ს, Numbers-სა და Pixelmator Pro-ს ახალი ფუნქციები დაემატა
Apple

Pages-ს, Keynote-ს, Numbers-სა და Pixelmator Pro-ს ახალი ფუნქციები დაემატა

Windows 11-ში ამოცანათა პანელის გადაადგილების შესაძლებლობა დაბრუნდა
Microsoft

Windows 11-ში ამოცანათა პანელის გადაადგილების შესაძლებლობა დაბრუნდა

ტიმ კუკი — ადამიანი, რომელმაც Apple-ის ღირებულება ტრილიონობით დოლარით გაზარდა
Apple

ტიმ კუკი — ადამიანი, რომელმაც Apple-ის ღირებულება ტრილიონობით დოლარით გაზარდა

iPhone X და 2018 წლის MacBook Pro ახლა Apple-ის „მოძველებული პროდუქტების“ სიაშია
Apple

iPhone X და 2018 წლის MacBook Pro ახლა Apple-ის „მოძველებული პროდუქტების“ სიაშია

Ubuntu 26.10-ის პარამეტრებში Ubuntu-ს სერტიფიცირების შემოწმების ფუნქცია დაემატება
საოპერაციო სისტემები

Ubuntu 26.10-ის პარამეტრებში Ubuntu-ს სერტიფიცირების შემოწმების ფუნქცია დაემატება

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა