როგორც ყოველთვის WWDC-ზე ახალი iOS-ის პრეზენტაციისთანავე დეველოპერებისთვის ხელმისაწვდომი ხდება შემდეგი ვერსიის სატესტო ანაწყობის გადმოტვირთვა. ახალ ანაწყობში ქართველმა ბეტა ტესტერებმა ქართული კლავიატურა აღმოაჩინეს.

ფოტოს ავტორი: მირიან ქორიძე

აღსანიშნავია, რომ iOS საოპერაციო სისტემის ადრეულ ვერსიებში ქართული კლავიატურის მხარდაჭერა მხოლოდ Jailbreak-ის შემდეგ იყო შესაძლებელი. მოგვიანებით iOS-ის მე-5 ვერსიიდან მე-7-მდე სისტემაში ფარულად დაემატა ქართული კლავიატურა, რომლის გააქტიურებაც გარკვეული მეთოდებით იყო შესაძლებელი. iOS-ის შემდეგ ვერსიებში ქართულად ტექსტის აკრეფა გარეშე აპლიკაციების დაყენებით არის შესაძლებელი.

iOS-ში ქართული კლავიატურის გამოჩენა ძალიან სასიხარულო ფაქტია Apple-ის და iOS მოწყობილობების მომხმარებლებისათვის საქართველოში. Apple კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა საქართველოს და იმედია ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და მომავალში ვიხილავთ ქართულ App Store-სა და სრულყოფილ სამომხმარებლო ინტერფეისს კომპანიის პროდუქტებში.

წინა სტატიაWWDC: Apple-მა ახალი ჭკვიანი დინამიკი HomePod წარმოადგინა
შემდეგი სტატიაiOS 11 – ბეტა ვერსიის უმთავრესი სიახლეები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი