ყოველწლიურ დეველოპერების კონფერენციაზე Apple-მა თავისი პირველი ჭკვიანი დინამიკი HomePod წარმოადგინა, რომელსაც Siri-ს მხარდაჭერა აქვს.

HomePod-ში შვიდი პატარა დინამიკი და ერთი დიდი საბვუფერია მოთავსებული. ხმის დამუშავებაზე და კავშირზე კომპანიის ძველი ჩიპი Apple A8 არის პასუხისმგებელი. დინამიკის სიტემა ასკანირებს გარემოს და ოთახის ვირტუალურ მოდელს ქმნის, რომლის შესაბამისადაც ხდება მუსიკის აკუსტიკური მახასიათებლების ადაპტირება.

Siri-სთან კავშირი ექვსი მიკროფონის საშუალებით ხორციელდება. ასისტენტი გიპასუხებთ კითხვევზე, კითხულობს სიახლეებს, ასრულებს ბრძანებეს და მართავს მუსიკას. მისი გამოძახება ისევე როგორც iPhone-ზე “Hey, Siri” შეძახილით ხდება.

 

HomePod დინამიკი ორ ფერში იქნება ხელმისაწვდომი და ისევე როგორც iMac Pro დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი ყველსთვის.

წინა სტატიაWWDC: Apple-მა ახალი iPad Pro 10,5 წარმოადგინა
შემდეგი სტატიასასწრაფოდ: iOS 11-ის ბეტა ვერსიაში ქართული კლავიატურა დაემატა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი