კონფერენციაზე Apple-მა WWDC 2017 ახალი iPad Pro წარმოადგინა, რომელსაც 10,5 დიუმიანი, 120 ჰერციანი ეკრანი და გაუმჯობესებული მრავალამოცანიანობა აქვს

ახალი iPad Pro 10,5 დიუმით შეცვლის ყველაზე პატარა iPad Pro 9,7 დიუმიან მოდელს. რა თქმა უნდა გაყიდვაში დარჩება iPad Pro 12,9. 40%-ით შემცირდა პლანშეტის ჩარჩოები, თუმცა მისი წონა იგივე დარჩა და ის 450 გრამია. ეკრანი უკვე 120 ჰერციანია და მას ენერგიის დაზოგვის მიზნით შეუძლია 60 და 24 ჰერცზეც ჩამოსვლა.

iPad Pro-მ ექვს ბირთვიანი Apple A10X და 12 ბირთვიანი გრაფიკული ჩიპი მიიღო. მას 12 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, რომელიც ასევე iPhone 7-ში არის გამოყენებული და იგივე ტექნიკური მონაცემები აქვს.

მრავალამოცანიანობა

iOS 11-ში iPad-ისთვის დამატებითი პანელი დაემატა, რომელიც მრავალამოცანიანობას აუმჯობებსებს. დოკიდაშ შეიძლება ახალი აპლიკაციის ცალკე ფანჯარაში გაშვება. მხარდაჭერილია drag-n-drop, ტექსტის, გამოსახულების და ფაილების გადატანა.

ახალი Files აპლიკაციის საშუალებით ყველა ფაილის ერთ ადგილას ნახვა არის შესაძლებელი და მას iCloud, Dropbox, Google Drive და სხვა ღრუბლოვანი საცავების მხარდაჭერაც აქვს.

 

წინა სტატიაWWDC: Apple-მა iOS 11, watchOS 4 და macOS High Sierra წარმოადგინა
შემდეგი სტატიაWWDC: Apple-მა ახალი ჭკვიანი დინამიკი HomePod წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი