კომპანია Apple-მა ყოველწლიურ კონფერენციაზე დეველოპერებისთვის WWDC 2017 ახალი iOS 11, watchOS 4 და სამაგიდო საოპერაციო სისტემა macOS High Sierra წარმოადგინა.

iOS 11

Apple-ის მობილური საოპერაციო სისტემის მომხმარებლები ყკვე შეძლებენ ერთმანეთს გადაუხადონ ფული iMessage-ის და Apple Play-ს საშუალებით. ბარათიდან ბარათზე ფულის გადაგზავნა iPone, iPad და Apple Watch-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

Siri

ხმოვანი ასისტენტი Siri უკვე ფრაზებს ჩინური, ფრანგული, გერმანული, იტალიური და ესპანური ენებიდან შეძლებს. ასისტენტის ხმა უფრო ადამიანური და ბუნებრივი გახდა, რაც მანქანური სწავლების ალგორითმებით გახდა შესაძლებელი.

მობილურ სისტემაში H.265 კოდეკის მხარდაჭერა გამოჩნდა. iPhone-ისა და iPad-ის მიერ გადაღებული ვიდეო ორჯერ შემცირდება ზომაში. ოპტიმიზაცია შეეხო გრაფიკულ ფაილებსაც და ახლა უკვე ფოტოგრაფიების ზომებიც ორჯერ ნაკლები იქნება.

iOS 11-ში შეიცვალა ბლოკირების ეკრანის და Control Center-ის დიზაინი და ფუნქციების მართვის პანელი, რომელიც ქვევიდან იხსნება.

Apple Maps აპლიკაციეში უკვე შესაძლებელი გახდა შენობებს შიგნით ნავიგაცია, რომელიც ცნობილ სავაჭრო ცენტრებში, აეროპორტებში და ოფისებში იქნება ხელმისაწვდომი. ავტომობილის მართვისას მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის ახალი “საჭესთან ვარ” რეჟიმი გახდა ხელმისაწვდომი.

App Store

Apple-მა ფუნდამეტურად შეცვალა აპლიკაციების მაღაზიის ინტერფეისი. ახლა უკვე თამაშები და აპლიკაციები ცალ-ცალკე ჩანართებშია მოთავსებული.

Augmented Reality

iOS 11-ში დამტებითი რეალობის (AR) მხარდაჭერა გამოჩნდა. სცენაზე აჩვენეს თუ როგორ იყენებს კამერის გამოსახულებას iPhone და მაგიდაზე ვირტუალურ ყავის ფინჯანს, მაგიდის ნათურას და სათამაშო მანქანას ათავსებს.

watchOS 4

Apple აგრძელებს Siri-ს ინტეგრაციას და ის უკვე ახალი ციფერბლატის სახით დაემატა ჭკვიან საათში, რომელზეც გამოისახება მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია: საცობები, ამინდი, ამოცანები და ა.შ. ასევე დაემატა ციფერბლატები “Toy Story”-ს პერსონაჟებით.

ახლა უკვე საყვარელი ტრეკები Apple Music-დან საათში შეინახება და მათი მოსმენა უკაბელო ყურსასმენების საშუალებით იქნება შესაძლებელი. დეველოპერებისთვის უკვე ხელმისაწვდომია სისტემის ახალი ვერს

საყვარელი ტრეკები Apple Music-დან ავტომატურად შეინახება საათზე და მისი მოსმენა უკაბელო ყურსასმენებით იქნება შესაძლებელი. დეველოპერებს უკვე ახლა შეუძლიათ გადმოწერონ ახალი სისტემის ბეტა ვერსია, რომლის რელიზიც მოგვიანებით შემოდგომისთვის არის დაგეგმილი.

macOS High Sieraa

Apple ებრძვის ვიდეოების ნახვების გაყალბებას ინტერნეტში და ამისთვის Safari-ში ავტომატურად გაშვებადი ვიდეოების ბლოკირება მოხდება. ასევე უფრო ძნელი გახდება მომხმარებლების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, რომელსაც სარეკლამო მიზნებისთვის იყენებენ მოგვიანებით.

MacOS High Sierra ახალი ფაილური სისტემით Apple File System (APFS) იმუშავებს. ის ოპტიმიზებულია დიდი მოცულობის ფაილებთან სამუშაოდ. ასევე წარმოადგინეს გრაფიკასთან მუშაობის ახალი პლატფორმა Metal 2, რომელიც გარე ვიდეო დაფების მხარდაჭერა აქვს.

პირველად ისტორიაში Apple-მა ვირტუალური რეალობის შესახებ ისაუბრა და ახალ macOS-ში Valve VR – HTC Vive-ის მხარდაჭერა დაანონსდა.

წინა სტატიაWWDC: Apple-მა iMac Pro წარმოადგინა და ძველი კომპიუტერები განაახლა
შემდეგი სტატიაWWDC: Apple-მა ახალი iPad Pro 10,5 წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი