პირველი თაობის FLIR One მხოლოდ iPhone-ისთვის გამოვიდა, მაგრამ მეორე თაობას უკვე Android-ის მხარდაჭერაც ექნება. პრობლემა რომელიც microUSB პორტს ქონდა იმ დროისთვის განაპირობებდა იმას, რომ ზოგიერთ ტელეფონს პორტი არასწორი მიმართულებით ქონდა, ხოლო Type-C პორტის წყალობით ახლა უკვე მნიშვნელობას კარგავს პორტის ორიენტაცია, რამაც ახალი კამერისთვის თავსებადობის პრობლემა მოაგვარა.
ახალი კამერა ორ ვერსიაში გამოდის, FLIR One და FLIR One Pro. ორივე კამერას USB Type-C პროტები ექნება, ასე რომ მათი მიერთება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მიმართულებით. კამერები რა თქმა უნდა Type-C პორტიდანვე იმუხტება. კამერებს საკუთარი ბატარეები აქვს, რომლებიც ერთი საათი ძლებს, ასე რომ თქვენი სმარტფონის მუხტი ამით არ დაზარალდება. FLIR-მა კამერებისთვის სპეციალური Onefit კონექტორი გამოშივა, რომელიც საშუალებას მოგცემთ კამერა სმარტფონს მიაერთოთ მიუხედავად იმისა დევს თუ არა ტელეფონი ქეისში.
FLIR One კამერები კომპანიის MSX ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც ოვერლეებს ამატებს თერმული კამერის გამოსახულებას Lepton სენორიდან და ხილული სინათლის მონაცემებს. FLIR One-ს აქვს თერმული სენსორი 80×60 გარჩევადობით, მაგრამ Pro ვერსიაში ეს 160×120-მდეა გაზრდილი. ამ ფორმ-ფაქტორისათვის ეს ყველაზე დიდი ზომის სენსორია. Pro კამერას ასევე შეუძლია უფრო მაღალი ტემპერატურების აღქმას და ფლობს დამატებითი პროცესინგის ტექნოლოგიას.
განახლდა FLIR One აპლიკაციაც, რომელსაც ახალი კამერების მხარდაჭერა დაემატა. ახალ აპლიკაციაში არის სექცია სადაც მეტს გაიგებთ FLIR One-ის შესაძლებლობების შესახებ, მიერთებული აპლიკაციების სიას და გაუმჯობესებულ რედაქტირების ინსტრუმენტებს. Pro კამერას დამატებითი ტემპერატურული ზონების ამოცნობა შეუძლია და შესაბამისად აპლიკაციაშიც მეტი ფუნქციონალი იქნება გამოტანილი.