Microsoft-ის ახალი Surface Pen, რომელიც ახალ Surface Pro პლანშეტთან ერთად წარმოადგინეს ქაღალდზე წერის შეგრძნებას გვპირდება. კომპანია ასევე მბობს რომ ის ყველაზე სწრაფი სილუსია და აქვს 4096 დონიანი დაწილის შეგრძნება, შემცირებულია პარალაქსის ეფექტი და შეუძლია ასევე შეიგრძნოს დახრილობა ისევე როგორც ეს Apple-ის Pencil-ს. ახალი სტილუსი წინასწარი შეკვეთისთვის გახდა ხელმისაწვდომი და მისი ფასი 99 დოლარია. ჯერ-ჯერობით მხოლოდ პლატინის ფერის მოდელია გაყიდვაში, თუმცა იქნება შავი, კობალტისფერი ლურჯი და ბურგუნდისფერი.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხი შეიძლება უკმაყოფილო იყოს იმით, რომ ახალი სტილუსი 40 დოლარით გაძვირდა და ის Surface Pro-ს შეძენისას უფასოდ არ იყიდება ყველაფერი ლოგიკურად გამოიყურება, რადგანაც ის ფაქტიურად გაუტოლდა Apple Pencil-ს. რა თქმა უნდა სტილუსი, რომელიც აღჭურვილია მაღალი დონის ტექნოლოგიებით და თავსებადია ძველ მოწყობილობებთანაც ვერ ეღირება უფრო იაფი.

წინა სტატიაSamsung J3, J5 და J7 (2017) გაყიდვაში ამ ზაფხულს შემოვა
შემდეგი სტატიაiOS 11-ში NFC ჩიპი შესაძლოა ApplePay-ს გარდა სხვა აპლიკაციებმაც გამოიყენონ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი