კომპანია Samsung-მა ევროპაში ოფიციალურად წარმოადგინა მეტალის, Galaxy J სერიის სმარტფონების განახლება. მათ რიცხვს მიეკუთვნება Galaxy J3 (2017),  Galaxy J5 (2017) და Galaxy J7 (2017). სერია J დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. 2017 წლის პირველ ნახევარში Galaxy J3 (2016) და Galaxy J5 (2016) ყველაზე პოპულარული სმარტფონების რეიტინგში მეოთხე და მეხუთე ადგილზე მოხვდნენ. ლიდერი ადგილები კი დაიკავეს  iPhone 7, iPhone 7 Plus და Oppo R9s-მა.

Galaxy J3 (2017) არის სერიაში ყველაზე ხელმისაწვდომი სმარტფონი. მას აქვს 5-დიუმიანი ეკრანი, ოთხბირთვიანი პროცესორი 1,4გჰც-იანი Exynos 7570, 2400მა/სთ-იანი ბატარეა, 2გბ-იანი ოპერატიული მეხსირება და 16გბ შიდა მეხსიერება. მთავარი კამერა აქვს 13მპ-იანი, ხოლო წინა კამერა 5მპ-იანი.

სერიის შემდეგი წარმომადგენელია სმარტფონი Samsung Galaxy J5 (2017). მოწყობილობას გააჩნია 5,2-დიუმიანი Super AMOLED ეკრანი, 8-ბირთვიანი 1,6გჰც-იანი პროცესორი Exynos 7870, ორი 12მპ-იანი კამერა და 3000მა/სთ ბატარეა; აქვს 2გბ ოპერატიული მეხსიერება და 16გბ შიდა მეხსიერება.

სერიის ტოპ მოწყობილობა  Galaxy J7 (2017)-ს აქვს 5,5 დიუმიანი Full HD Super AMOLED ეკრანი, 1,6გჰც-იანი Exyns 7870პროცესორი, ორი 13მპ-იანი კამერა, 3600მა/სთ-იანი ბატარეა, 3გბ ოპერატიული მეხსიერება და 16გბ შიდა მეხსიერება.

ყველა მოწყობილობას აქვს SD-ბარათის მხარდაჭერა და აღჭურვილია SIM-ბარათის ორი სლოტით. სმარტფონები Galaxy J5 (2017) და Galaxy J7 (2017) გაყიდვაში ივლისში შემოვა, ხოლო Galaxy J3 (2017) – აგვისტოში.

Samsung-ის წარმომადგენლების თქმით, სმარტფონების ფასები რეგიონების მიხედვით საკმაოდ განსხვავებული იქნება. რეკომენდირებული ფასები კი ასეთია: Galaxy J5 (2017)-ს ფასი შეადგენს €270, Galaxy J7 (2017) – €339, ხოლო Galaxy J3 (2017) – €219.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here