ტიმ კუკი დარწმუნებულია, რომ ჭკვიანი დინამიკი HomePod ჟღერადობის მაღალი ხარისხით შოკში ჩააგდებს მის მფლობელებს. ეს განცხადება კომპანია Apple-ის გენერალურმა დირექტორმა Bloomberg-თან ინტერვიუში გააკეთა, პასუხად კითხვაზე თუ რატომ უნდა იყიდოს მომხმარებელმა მათი წარმოების პროდუქტი.

სპიკერის შექმნისას ინჟინრების ყურადღება არა მხოლოდ მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე არამედ ხმის ხარისხზეც იყო კონცენტრირებული. “HomePod -ენს ნამდვილი წინსვლაა. მუსიკა ჩვენს დნმ-შია, ამიტომაც ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ დინამიკს ჩვეულებრივი ჟღერადობა ქონოდა”

კუკის თქმით, ის მოხარულია, რომ კომპანია უბრუნდება მუსიკალური ტექნიკის ბაზარს, იმიტომ, რომ სწორედ მუსიკით დაიწყო თანამედროვე Apple-ის ისტორია. “ჩვენ Apple-ში დიდი დროს ვუთმობთ მუსიკას და გვინდა, რომ მისით დატკბობის საშუალება ყველა ოჯახში იყოს” – ამბობს ის.

საინტერესოა ისიც, რომ HomePod-ის შექმნა მასზე ჭორების გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და მისი გამოშვება რამდენიმეჯერ გადაიდო ტექნოლოგიების უფრო დახვეწის მიზნით, თუმცა რა ტექნოლოგიების გამო მოხდა რელიზის გადატანა მას არ გაუმხელია.

 

წინა სტატიაბიტკასტი – ეპიზოდი 8
შემდეგი სტატიაახალი ჭორის თანახმად Samsung Galaxy Note 8-ში Snapdragon 836 პროცესორი იქნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი