ამ თვის დასაწყისში გავრცელდა ხმები, რომ კომპანია Meizu-ს ახალი ფლაგმანური სმარტფონი თავისი დიზაინით გაგვაოოცებდა: Meizu Pro 7-ს ექნება მეორე, მცირე ზომის, დამატებითი ეკრანი. YotaPhone-საგან განსხვავებით, მეორე ეკრანი ტელეფონის უცაკა მხარის მცირე ადგილს დაიკავებს. პანელი შეძლებს მოგვაწოდოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია: საათი, გამოტოვებული ზარები, მესიჯები, შეტყობინებები და ა.შ. ამ დღეებში რამდენიმე წყარომ გამოაქვეყნა რენდერები, რომლებზეც გამოსახულია ახალი Meizu Pro 7.

რენდერის მიხედვით, Meizu Pro 7-ს ექნება მომრგვალებული კიდეების მქონე ეკრანი. დამატებით ეკრანთან კი განთავსებული იქნება ორი კამერა.

Pro 7-ის დიზაინიო სხვა სურათებზეც იგივეა, თუმცა რამდენიმე განსხვავებული დეტალი შეგვიძლია ვიპოვოთ: მაგალითად, ეკრანის სწორი კიდეები და სასაუბრო დინამიკის განსხვავებული ფორმა.

Meizu Pro 7-ის პრეზენტაციის თარიღის შესახებ არაფერია ცნობილი.

წინა სტატიაახალი ჭორის თანახმად Samsung Galaxy Note 8-ში Snapdragon 836 პროცესორი იქნება
შემდეგი სტატიაOnePlus-მა სმარტფონი OnePlus 2-ის მომხმარებლები ოფიციალურად მიატოვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი