ძალიან ბევრი მომხმარებელი OnePlus-ის სმარტფონებს Nexus-ების ერთგვარ გაგრძელებად მიიჩნევს. ეს მოწყობილობებეი ტოპ ტექნიკურ მონაცემებს და საგრძნობლად დაბალი ფასით გამოირჩევიან მსხვილი ბრენდების პროდუქტებისგან, მუშაობენ პრაქტიკულად “სუფთა” Android-ზე და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ დეველოპერებს შორი. მიუხედავად ამისა Google-ის სმარტფონებს მაინც რჩებათ ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა. გასული წლის OnePlus 3 და 3T ძალიან სწრაფად განახლდნენ Android 7.0 და შემდეგში 7.1 ვერსიამდე და განაგრძობენ უსაფრთხოების განახლებების რეგულარულად მიღებას. აი უფრო ძველი მოწყობილობები უსამართლოდ დაიჩაგრა, რასთან დაკავშირებითაც კომპანიამ განმარტებები გააკეთა.

თვის დასაწყისში OnePlus-ის მხარდაჭერის სამსახურის ერთ ერთმა წარმომადგენელმა OnePlus 2-ის მომხმარებელს აუწყა, რომ მათ შეწყვიტეს OnePlus 2-ისთვის განახლებების გამოშვება. მომხამრებლები ამით ძალიან შეშფოთდნენ, რადგანაც ამ სმარტფონმა მხოლოდ ერთი მსხვილი განახლება მიიღო, რომელიც Android Lollipop-იდან Marshmallow-ზე გადასვლა იყო. და თუ OnePlus X ვერ მიიღებს Android Nougat განახლებას Snapdragon 801 პროცესორის გამო, OnePlus 2-ს მსგავსი პრობლემა არ აქვს.

OnePlus-ის წარმომადგენლის განცხადებით, მათი მხარდაჭერის სამსახური უკვე დიდი ხანია ეუბნება კლიენტებს, რომ მათ შეწყვიტეს OnePlus 2-ის მხარდაჭერა.

“ჩვენ კმაყოფილი ვართ იმით თუ რასაც ვაკეთებ პროგრამული უზრუნველყოფის მხრივს. ჩვენ უკვე დავადასტურეთ, რომ Android O გამოვა OnePlus 3 და OnePlus 3T მოდელებისთვის. ასე, რომ განცხადება იმის შესახებ, რომ OnePlus 2-ზე არ იქნება Nougat არ არის ახალი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხალხმა ამის შესახებ იცის” – ამბობს OnePlus-ის თანამშრომელი.

Android Authority-მ მიმართა OnePlus-ს განმარტებისთვის იმის შესახებ თუ რატომ ვერ მიიღებს OnePlus 2 განახლებას, რაზეც არაერთგვაროვანი პასუხი მიიღო:

“როცა ჩვენ OnePlus 2 გამოვუშვით ჩვენ არ გვყავდა გუნდი, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფდა, თუმცა ახლა ასეთი გუნდი გვყავს” – ნათქვამია OnePlus-ის განცხადებაში.

თუ OnePlus-ს უკვე ყავს გუნდი, რომელსაც პროგრამული უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურის შექმნა შეუძლია, მაშინ გაუგებარია თუ რატომა არ გამოვა OnePlus 2-ის განახლებები. ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ კომპანიამ თავისი მოწყობილობის 24 თვიანი მხარდაჭერა აღუთქვა მომხმარებლებს, რაშიც Nougat განახლებაც შედიოდა. კომპანიამ არა მხოლოდ არ გამოუშვებს Android-ის ახალ ვერსიას OnePlus 2-თვის არამედ არ გამოუვებს უსაფრთხოების განახლებებსაც, რაც OnePlus 5-ის ანონსისთვის ნამდვილად არ ქმნის დადებით ფონს.

VIAOnePlus
წინა სტატიაორეკრანიანი Meizu Pro 7 ახალ რენდერებზე გამოჩნდა
შემდეგი სტატიაMicrosoft-მა Xbox One X წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი