Meizu Pro 7-ის შესახებ ხმებმა მოიცვა ინტერნეტ სივრცე. ამ დღეებში გავრცელდა და დისკუსიის საგანი გახდა ტელეფონის რენდერები, რომლებზეც კარგად ჩანდა სმარტფონის დამატებითი ეკრანი. თუმცა, უკვე გავრცელდა დივაისის ნამდვილი ფოტოებიც. ფოტოებზე ჩანს, რომ ინფორმაცია ორი კამერისა და დამატებითი ეკრანის შესახებ სიმართლე აღმოჩნდა.

უკანა პანელზე გამოყოფილია ადგილი დამატებითი ეკრანისათვის, ასევე აქვს ჭრილი ორი კამერისათვის.

გავრცელებული ინფორმაციით Meizu Pro 7-ის დებიუტი შედგება ივლისში. აპრილში სმარტფონის ორმა ვერსიამ (M792C და M792Q)  გაიარა სერტიფიცირება ჩინეთში. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ Meizu Pro 7-ს ექნება 5,2დიუმიანი Full HD ეკრანი, პროცესორი Helio X30, 3გბ ოპერატიული მეხსიერება და 32გბ შიდა მეხსიერება. მოწინავე ვერსიას Meizu Pro 7 Plus-ს ექნება 5,7დიუმიანი Quad HD ეკრანი, Exynos 8895 ჩიპი, 4გბ ოპერატიული მეხსირება და 64გბ შიდა მეხსიერება.

ზოგი წყარო იუწყება, რომ სმარტფონის “უფროს” ვერსიას შეიძლება ჰქონდეს პროცესორი Qualcomm Snapdragon 835.

სმარტფონის რელიზის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი