ახალი საოპეარციო სისტემა iOS 11, რომელიც WWDC 2017-ზე წარმოადგინა Apple-მა ხმამაღალი და გულწრფელი აპლოდისმენტებით მიიღო პუბლიკამ. სისტემა ნამდვილად გაუმჯობესდა და მასში ფაილური მენეჯერიც კი გამოჩნდა, დაემატა მართვის ცენტრის მომხმარებელზე მორგების ფუნქციონალი და მთელი რიგი საჭირო ცვლილებები განხორციელდა. თუმცა ლოგიკურია დავსვათ კითხვა: ეს ყველაფერი ხომ უკვე სადღაც ნანახი გვაქვს? მოდით ვნახოთ რა სიახლეებია iOS 11-ში რომლებიც რეალურად მოიფიქრეს კუპერტინოში და ისინი, რომლებიც გასულ საუკუნეში ქონდათ Google Android-ის მომხმარებლებს.

დეჟა-ვუ: სიახლეები, რომლებიც უკვე იყო სხვა პლატფორმაზე

Google-ისა და Apple-ის საოპერაციო სისტემები უკვე დიდი ხანია ერთმანეთისგან სესხულობენ ტექნიკურ და დიზაინერულ გადაწყვეტილებებს. მაგრამ iOS 11-ის სიახლეების უმრავლესობა რეალურად კონკურენტისგან არის ნასესხები.

განახლებული მართვის პანელი ეს პირველია, რაც თვალში მოგხვდებათ ახალ iOS-ში. მნიშნვნელობა არ აქვს იმას, რომ ახალი პანელი ტელევიზორის პულტს მოგაგგონებთ. მართლაც კარგია, რომ ის ერთ ეკრაზე ეტევა და პლეერისთვის არ არის საჭირო ცალკე ქვე-მენიუს გახსნა და ყველაზე მთავარია არის ის, რომ შესაძლებელია მისი შეცვლა. ამას iOS 7-დან მოყოლებული ელიან ეფლისტები და მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ მიიღეს, თუმცა იდეა ფაქტიურად მზად იყო და Android-ში ამ პანელის შეცვლა ყოველთვის იყოს შესაძლებელი თუნდაც პარამეტრებში გარკვეული მანიპულაციების შემდეგაც ზოგიერთ ტელეფონზე.

წვდომა ფაილურს სისტემაზე. კუპერტინოში როგორც იქნა Files აპლიკაცია შექმნეს და მიხვდნენ, რომ უფრო მოხერხებული იქნებაო და ყველა ფაილს ერთ ადგილას მოეყარა თავი იქნებოდა ეს ლოკალური თუ ღრუბლოვანი საცავი. აქ Apple უფრო წინ წავიდა და საკუთარი iCloud-ის გარდა სხვა ღრუბლოვანი სერვერების მხარდაჭერაც არ დაიშურა მომხმარებლისთვის. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ Android-ში ამის პრობლემა არასდროს არ ყოფილა მისი პირველივე დღეებიდანვე მოხმარებელს შეეძლო შიდა საცავში მოთავსებული ნებისმიერი ფაილის ნახვა. როცა საუბარია ფაილებზე უნდა აღვნიშნოთ FLAC კოდეკის მხარდაჭერა, რომელიც Google-მა 2011 წელს დაამატა Android 3.1 ვერსიაში.

ეკრანის ვიდეო გადაღება. Apple-მა გადაწყვიტა გაამარტივოს ვიდეო რევიუვერების და სტრიმერების ცხოვრება. როგორც იქნა ეს ფუნქცია iOS-შიც გამოჩნდა და არ საჭიროებს Jailbreak-სა და გაძლიერებული ლოცვის ქვეშ სამაგიდო ან ლეპტოპ კომპიუტერზე QuickTime ფლეერის გამოძახებას. რა თქმა უნდა Android-ის ზოგიერთ მოდიფიკაციაში ასეთი ფუნქციონალი პირდაპირ იყო ჩაშენებული, ხოლო Play Store-ში ეკრანის ჩამწერი აპლიკაციების დიდი რაოდენობაა გამოქვეყნებული.

NFC ჩიპი. Apple-მა მასზე წვდომა გახსნა გარეშე დეველოპერებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შეძლებენ ნებისმიერი ტეგის წაკითხვას ისევე, როგორც Android სმარტფონები შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

ჩაშენებული აპლიკაციების ფუქციონალის გაფართოება. კამერის აპლიკაციას უკვე შეუძლია QR კოდების სკანირება, ხოლო ჩანაწერებში შეიძლება გადაღებული დოკუმენტის გაციფრულება. თუმცა ყველაზე შესამჩნევი და საინტერესო Siri-სთან ტექსტური მიმოწერის შესაძლებლობაა. Google Assistant-თან საუბარი ტექსტით ჯერ კიდევ Google Now-ის დროიდან არის შესაძლებელი.

მუქი თემა. სხვა დანარჩენთან ერთად iOS-ში კოსმეტიკური ცვლილებებიც განხორციელდა “დავემსგავსოთ სხვებს” მიმართულებით. გამოჩნდა მუქი თემა, რომელიც ფორმალურად ჯერ კიდევ “სპეციალური შესაძლებლობაა” და ფერთა ინვერსიას ახდენს, როცა ხატულების და სხვა გამოსახულებების ფერები უცვლელი რჩება. Android-ზე მუქი ფერების თემა ჯერ კიდევ Android 3-სა და 4-ში გამოჩნდა, ხოლო მენიუში გადართვის ფუნქცია სრულყოფილად მე-5 ვერსიაში Material Design-თან ერთად გამოჩნდა.

ტექსტის ცალი ხელით შეყვანა. iPhone-ის კლავიატურაში უკვე შესაძლებელი გახდა კლავიატურის ეკრანის რომელიმე მხარეს მიმაგრება იმსათვის რომ ტექსტი დიდი თითით შეიყვანოთ, რომელიც პირველად Android-ზე ჯერ კიდევ 2011 წელს Galaxy Note-ში გამოჩნდა.

აუგმენტური რეალობა. პრეზენტაციის საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმა ARKit-ის დემონსტაციას, რომელიც პირდაპირ სცენაზე მოთავსებულ მაგიდაზე მიმდანროებდა. AR ტექნოლოგიების მხარდაჭერა Apple-ისთვის ნამდვილ მოვლენად იქცა, თუმცა Sony-ს ეს ჯერ კიდევ ფლაგმანურ Xperia-ზე ქონდა. იმედია Apple-ის შემთხვევაშიც ეს ერთჯერადი გასართობი არ იქნება და ამ მიმართულებას ნორმალური განვითარება ექნება.

გარკვეული სიახლეები iOS 11-ში მხოლოდ Apple-ის პლანშეტებს შეეხო და არ შეიძლება ითქვას, რომ ეს ფუქციები უნიკალურობით გამოირჩევა. დიდი ეკრანისთვის ფუნქციონალი არა მხოლოდ Android-იდან გადმოიტანეს, არამედ სამაგიდო საოპერაციო სისტემებიდანაც.

დოკ-პანელის ახალი დიზაინი. iOS-ში iPad-ზე macOS-ის დოკის ანალოგი შექმნეს, რითაც ის რეალურად გამოეყო iPhone-ის სამომხმარებლო ინტერფეისის პარადიგმას. დოკში აპლიკაციებს სახლელები არ აწერია ტექსტის სახით და მასში უკვე ბევრი აპლიკაციის მოთავსებაა შესაძლებელი. რაც მთავარია ნებისმიერი აპლიკაციის გაყოფილ ან გადაფარულ ეკრანზე გაშვება გახდა შესაძლებელი, რაც Android-ზე Samsung-ის პლანშეტებზე უკვე დიდი ხანია არის შესაძლებელი.

მრავალფანჯრიანი რეჟიმი. ახლა უკვე ეკრანზე ერთდროულად ოთხ აპლიკაციასთან შეიძლება მუშაობა: ორი გაყოფილი ეკრანის რეჟიმში, ერთი სლაიდ ოვერ და ერთიც ვიდეო ფლეერის ოვერლეი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ რეჟიმში აპლიკაციებს შორის მონაცემების გადატანაა შესაძლებელი გადაჩოჩების საშუალებით ისევე, როგორც Windows საოპერაციო სისტემაში.

დამატებითი სიმბოლოები კლავიატურაზე. როგორც იქნა Apple-ის დიზაინერები მიხვდნენ, რომ ვირტუალური კლავიშები iPad-ზე საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მათზე დამატებითი სიმბოლოები გამოესახათ. ახლა უკვე ხშირად გამოყენებადი სიმბოლოები ღილაკზე სვაიპით შეიძლება აკრიფოთ ისევე როგორც ეს სხვა სისტემებზე არის შესაძლებელი.

Apple-ის ექსკლუზიური სიახლეები

“არ შემაწუხო, საჭესთან ვარ ბევრი ამ ფუქციას ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებს და მართლაც ყველასგან განსხვავებით ეს მართლაც მნიშვნელოვანია და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. შეიძლება რაღაც მსგავსი სხვა პლატფორმაზეც ვნახოთ, მაგრამ ფუნქციონალით მასთან ახლოს ვერც ერთი ვერ მივა. ამ რეჟიმში i-მოწყობილობა სენსორების საშუალებით ადგენს, რომ თქვენ ავტომობილში იმყოფებით და ავტომატურად თიშავს ყველა შეტყობინებას, ექსტრემალური კონტაქტების კომუნიკაციის გარდა, რომელსაც მომხმარებელი წინასწარ ადგენს. თუ მომხმარებელი ავტომობილშია და ის უბრალოდ მგზავრია საკმარისია მიუთითოთ, რომ “საჭესთად არ ხართ”.  რა თქმა უნდა “ნუ შემაწუხებ” რეჟიმი ყველგან არის თითქმის, მაგრამ ამდენად სპეციფიური ნამდვილად პირველია. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ იდეის ორიგინალური ავტორი კომპანია Niantic-ია, რომელმაც ეს ფუნქცია მის პოპულარულ თამაშში Pokemon GO წარმოადგინა პირველად.

ბლოკირების და შეტყობინებების ერთიანი ეკრანი. ზევიდან სვაიპის შემთხვევაში მომხმარებელი ბლოკირების ეკრანზე აღმოჩნდება სადაც უახლესი შეტყობინებებიც დახვდება, ხოლო ეკრანის ცენტრიდან ზევით სვაიპი ამ შეტყობინებების სრულ სიას გამოაჩენს. ჯერ ძნელი ითქვას რამდენად მოხერხებული იქნება ეს, მაგრამ ასეთი უცნაური ინტეგრაცია ჯერ არავის არ გამოუყენებია არც ერთ პლატფორმაზე.

ფულადი გადარიცხვები Apple Pay-ს საშუალებით შეტყობინებებში. ამის დაჯერება მართლაც ძნელი იყო, მაგრამ WWDC 2017-ზე ეს აშკარა სიახლე გახდა. გადაწყვეტილება დიდი ხანია მოსალოდნელი იყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ Apple-ს აქვს საკუთარი მესინჯერი, რომლითაც მისი მომხმარებლების ძალიან დიდი ნაწილი სარგებლობს შესაძლებლობას აძლევს მას მსგავსი სერვისი გაუშვას. სავარაუდოდ მომავალ წელს მსგავსი რამ Android პლატფორმაზეც გამოჩნდება, თუმცა უცნობია თუ რომელ მესინჯერში.

App Store-ისა და Music-ის განახლება. აპლიკაციების მაღაზია ახლა უკვე პრიალა ჟურანლს დაემსგავსა: ეკრანი “დღეს”, რეკომენდაციები, კარნახი, ისტორიები და ა. შ. Apple-ის მუსიკალურ სერვისში უვკე შესაძლებელი გახდა მომხმარებლებს შორის ერთმანეთის პლეილისტების გაცვლა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ეს მინი სოციალური ქსელი გახდა და ზოგიერთ საკითხში Last.fm-საც კი მოგვაგონებს.

32-ბიტიანი აპლიკაციების ამოღება ყველა მხარდაჭერილ მოწყობილობაზე. სწორედ ამის გამო აღარ იქნება iOS 11-ზე განახლება iPhone 5, 5C და iPad 3, 4-ზე. ალბათ Apple ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელმაც მკაცრი კონტროლის მეშვეობით აპარატურაზე და პროგრამებზე შეძლო მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, რაც მომავალში უფრო სწრაფი და წარმადი აპარატურის წარმოებას გახდის შესაძლებელს.

დასკვნა

შეიძლება სხვა და სხვა კუთხიდან შევხედოთ იმ ფაქტს, რომ Apple-მა ბევრი ფუნქცია დანერგა, რომელიც უკვე იყო Android და სხვა საოპერაციო სისტემებში. ზოგი იტყვის, რომ დეველოპერებმა ბევრი რამ მოიპარეს ხოლო ბევრს გაუხარდება, რომ “მათ ეს როგორც იქნა გააკეთეს” და სისტემა ამით გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა ტენდენცია მაინც დადებითია და ნაცვლად იმისა, რომ მომხმარებლებს არ ქონოდათ საჭირო ფუნქციონალი იმისთვის რომ “არ დამსგავსებოდნენ სხვებს” კომპანია ბევრ დათმობაზე წავიდა და ბევრი მოთხოვნა დააკმაყოფილა. Files აპლიკაცია გახდა სინათლის ის ნათელი წერტილი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ კომპანიამ უარი თქვა პრინციპზე “ჩვენ უკეთ ვიცით რა ჭირდებათ მომხმარებლებს”.

წინა სტატიაGoogle საკუთარ მობილურ პროცესორზე მუშაობს
შემდეგი სტატიაValve-მ Steam Greenligh-ის მემკვიდრე სერვისი გაუშვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი