გასულ კვირას Valve-მ გამოაცხადა Steam Greenlight-ზე მიმდინარე სამუშაოების შეწყვეტის შესახებ. Steam Greenlight არის სერვისი, სადაც ეშვებოდა ინდი თამაშები, რომლებიც სტიმის მომხმარებლებისაგან საკმარის ხმებს იღებდა. ახლა მისი ადგილი დაიკავა სხვა პლატფორმამ, სახელწოდებით Steam Direct. ახალი სერვისი საშუალებას იძლევა შემოწმების პროცესი დაჩქარებულ იქნას.

Steam Direct ძველი სერვისისგან იმით განსხვავდება, რომ თამაშის შერჩევისათვის მომხმარებლის თანამონაწილეობა საჭირო აღარ იქნება. თამაშის ავტორისათვის საკმარისია თავისი პირადობის დადასტურება ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე და $100-ის ოდენობით შენატანის განხორციელება. კომპანია Valve უფლებას იტოვებს თავისით შეამოწმოს შემოსული პროექტები, რათა დარწმუნდეს ხარისხიანობასა და თამაშის აღწერასთან შესაბამისობაში. თუმცა, ეს პროცესი ორ დღეზე მეტ დროს არ გრძელდება.

 

წინა სტატია11 დაგვიანებული “ინოვაცია” iOS 11-ში
შემდეგი სტატიაOnePlus 5: ფოტოები და მახასიათებლები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი