ეჭვგარეშეა, რომ Google Pixel 2-ის საოპერაციო სისტემა Android O იქნება, ხოლო თვით სმარტფონი ყველაზე საინტერესო და სიურპრიზებით სავსე იქნება. ასევე ეჭვგარეშეა, რომ მოწყობილობა შემოდგომაზე გამოვა და ამის შესახებ უკვე ძალიან ბევრი წყარო საუბრობს.

ყველაზე მთავარი სპეციფიკაციების გარდა რა თქმა უნდა სმარტფონის დიზაინია. თუ ჭორებს დავუჯერებთ სიახლის დიზაინი რიგითი მომხმარებლის ოცნების მწვერვალი იქნება. ერთ-ერთი Reddit-ის მომხმარებლემა და ცნობილმა ინსაიდერმა ბობი მაკენზიმ გამოქვეყნა Google Pixel 2-ის სურათი, რომელიც მომხამრებლებმა ძალიან დადებითად შეაფასეს.

როგორც მაკენზი თვლის Pixel 2-ს ჩარჩო არ ექნება, რომლის ზევითაც დინამიკი, წინა კამერა და რამდენიმე სენსორი იქნება განთავსებული. ერთი შეხედვით შეიძლება დავინახოთ Essential Phone-თან მსგავსებაც სადაც მხოლოდ ერთი სხვაობაა და ეს მთავარი კამერის განთავსების ადგილია.

Pixel 2-ის უკანა პანელი ორმაგი კამერით და ორმაგი შუქდიოდური განათებით გამოირჩევა, ასევე არის თითის ანაბეჭდების სკანერი და პლასტმასის ჩასმები ანტენის მოდულებისათვის. რა თქმა უნდა არის Google-ის ლოგოტიპიც.

ზოგიერთი ავტორიტეტული გამოცემა თვლის, რომ Pixel 2 საკმაოდ მძლავრ ტექნიკურ მონაცემებს მიიღებს, ნოვატორულ დიზანთან და უახლეს საოპერაციო სისტემასთან ერთად Pixel 2 წლის სმარტფონი გახდება. შეგახსენებთ, რომ Google-ის მომდევნო ფლაგმანი შემოდგომისთვის არის დაგეგმილი.

VIATechDroider
წინა სტატიარა უნდა ვიცოდეთ კრიპტოვალუტების შესახებ
შემდეგი სტატიაiPhone 8-ის სახელი “Decade Edition” იქნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი