მოსალოდნელია, რომ წელს Apple სამ ახალ მოდელს წარმოადგენს: iPhone 7S, 7S Plus და საიუბილეო iPhone 8, რომელსაც არ ექნება ჩარჩოები. ცნობილი გახდა, რომ iPhone 8-ს კომპანია iPhone Decade Edition-ს დაარქმევს. ამის შესახებ ერთ-ერთი აქსესუარების მწარმოებელმა განაცხადა.
Apple მანამდეც იყენებდა “Edition”-ს პროდუქტების სახელებში, მაგ. “Apple Watch Edition” რომელიც ოქროსგან ან თეთრი კერამიკისგან დამზადებული Apple Watch Series 2.
მიმდინარე წლის მარტში ავტორიტეტულმა იაპონურმა საიტმა Mac Otakara-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი მოწყობილობის სახელი “iPhone Edition” იქნება. შესაძლოა რომ Apple სხვა და სხვა ვარიანტებს განიხილავს, თუმცა საბოლოო არჩევანი ჯერ ცნობილი არ არის.