მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, რომელიც გეიმერებს ეხება დეველოპერები ხშირად ცდებიან. ფანატები ძალიან მგრძნობიარე ხალხია და ნებისმიერ ცვლილებაზე შესაძლოა მოულოდნელი რეაქცია ქონდეთ. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა რამდენიმე დღის წინ, როცა Take-Two Interactive-მა OpenIV-ის ავტორებს აუკრძალა პროგრამის გავრცელება, რომელიც GTA-ს მოდების დასაყენებლად არის განკუთვნილი. რა თქმა უნდა ფაენბის რეაქციამაც არ დააყოვნა.
პროტესტის ნიშნად GTA V-ის ფანატებმა გადაწყვიტეს თამაშის ნეგატიური შეფასებებით ჩაძირვა. Steam-ის მომხმარებლების შეფასება კრიტიკულად უარყოფითამდე დაეცა რამაც გამომცემელი შეაშფოთა.
“მე შოკირებული ვარ იმით, თუ რამდენმა მომხმარებელმა დაუჭირა მხარი OpenIV-ს ამ სიტუაციაში. ვიმედოვნებ Take-TWO და Rockstar შეიგნებენ, რომ ჩემი პროდუქტი და ზოგადად მოდინგი მათ თამაშს აუმჯობესებს და მათ ბიზნესს უწყობს ხელს”
ამბობს OpenIV-ის წამყვანი დეველოპერი
Rockstar Games-ის წარმომადგენლებმა შექმნილ სიტუაციაზე გააკეთს კომენტარი და თქვს, რომ გამომცემელს არანაირი პრობლემა არ აქვს ერთჯერად მოდებთან. მაგრამ OpenIV ხსნიდა გარკვეულ ხვრელს პროგრამული დაცვის მექანიზმებში, რამაც ისეთი მოდიფიკაციების შექმნის საშუალება შექმნა, რითაც ონლაინ თამაშის ხასიათი იცვლება. მსგავსი მოდის საშუალებით შესაძლებელი გახდა ჩითკოდების გამოყენებაც, რის გამოც მოგვიწია მსგავსი ნაბიჯების გადადგმა.