როგორც უკვე ცნობილია Nokia-ს ბრენდით სმარტფონებს უკვე ფინური კომპანია HMD Global აწარმოებს თუმცა ორიგინალური კომპანიაც არ ზის გულხელდაკრეფილი და ტელეკომუნიკაციების და ვირტუალური რეალობის სფეროში მოღვაწერობს. Withings-იუს შეძენის შემდეგ კომპანიამ ჯანმრთელობის კონტროლის მოწოყბილობებზეც დაიწყო მუშაობა. წარმოდგენილ სიხლეებს შორის არის სმარტ საათი, ტონომეტრი და სასწორი, რომლებიც სმარტფონთან სინქრონდება და სპეციალურ აპლიკაციაში აგროვებს მონაცემებს.
წარმოდგენილი გაჯეტებიდან ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი მოწყობილობაა ფიტნეს ტრეკერი Go, რომელიც 49.95 ევრო ღირს და 24 საათის განმავლობაში განახორციელებს ფიზიკური მონაცემების მონიტორინგს, მათ შორის ძილის ფაზებისაც.
Nokia-მ ჭკვიანი საათიც წარმოადგინა სახელიტ Steel და Steel HR. გარეგნულად ისინი Withings-ის ძველ მოდლებს წააგავს. Steel მოდელს არ აქვს დისპლეი და არ გამოაქვს შემომავალი შეტყობინებები, თუმცა მას ფიზიკური აქტივობების მონიტორინგი და ჭკვიანი მაღვიძარის ფუნქცია აქვს. რა თქმა უნდა ეკრანის არ ქონა მინუსია, მაგრამ ამის წყალობით ის დამუხტვის გარეშე 8 თვე იმიშავებს. მოწყობილობის ფასი 129,95 ევრო იქნება.
Steel HR-ში არის მცირე მონოქრომული ეკრანი, რომლეზეც მთელი რიგი საჭირო ინფორმაცია გამოიდის და მას გულის ცემის სენსორიც კი აქვს. ერთი დამუხტვით მოწყობილობა დაახლოებით 25 დღე იმუშავებს.
კიდევ ერთი სიახლე ჭკვიანი ტონომეტრი BPM+ გახდა. ის ხელზე უნდა შემოიხვიოთ და მისი საშუალებით წნევისა და პულსის გაზომვაა შესაძლებელი. მიღებული შედეგები მობილურ აპლიაკციას გადაეცემა თქვენს სმარტფონზე. ჩატარებული გაზმვების საფუძველზე დგება სპეციალური გრაფიკები, რომელზე დაყრდნობითაც მკურნალ ექიმს შეუძლია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადევნოს თვალი. მოწყობილობა 99.95 ევრო ეღირება.
ამის გარდა Nokia-მ სმარტ საათების რამდენიმე მოდელი წარმოადგინა. ყველაზე ხელმისაწვდომი მათ შორის Body სულ რაღაც 59.95 ევრო ეღირება. მათი საშუალებით შეიძლება წონის ცვლილების მონიტორინგი და ყველა მონაცემის მიერთებულ სმარტფონზე გადაცემა სადაც ცვლილებების დინამიკა გამოისახება. უფრო ძვირადღირებულ მოდელებში მეტი ფუნქციონალია რეალიზებული.