iPhone 8-ის ხარისხიანი მაკეტის ხარისხიანი ფოტოები, რომლებიც ავტორიტეტულმა წყარომ @OnLeaks გამოაქვეყნა – წარმოდგენას გვიქმნის თუ როგორი იქნება Apple-ის მორიგი სმარტფონი.

ახალ გამოსახულებებზე ჩანს, რომ ეკრანის ზედა პანელზე დინამიკის ჭრა არც ისე დიდია, როგორც ეს წინა რენდერებში იყო ნაჩვენები. ასევე ჩანს ეკრანის მომრგვალებული კუთხეები, რომელბიც სმარტფონს უფრო სასიამოვნო გარეგნობას აძლევს.

თითის ანაბეჭდების სკანერი მაკეტზე არ არის, მაგრამ სპეკულაციები ამ თემაზე ჯერ ჯერობით არ შემწყდარა. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ის ჩაშენებული იქნება ეკრანში, თუმცა Galaxy Note 8-ის გარშემო სიტუაცია ცხადყოფს, რომ ეს არც ისე მარტივი ტექნიკური ამოცანაა.

ასე თუ ისე მაკეტი მზა მოწყობილობას გავს, რომლის წარმოებაც და ბაზარზე გაშვებაც სრულიად შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, ახალი ფლაგმანის გამოსვლამდე ჯერ კიდევ სამი თვე რჩება და ყველაფერი შესაძლოა დრამატულადაც კი შეიცვალოს.

წინა სტატიაAndroid 8 მოულოდნელ სახელს მიიღებს
შემდეგი სტატიახელოვნური ფერადი გარსი შუქზე რეალური თვალივით რეაგირებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი