მწარმოებლები ცდილობენ ეკრანმა სმარტფონის წინა პანელი მთლიანად შეავსოს და ბუნებრივია დგება ღილაკების სხვაგან გადატანის ან მათი ფუქნციონალის ჩანაცვლების საჭიროება. Google-ისთვის ამ პრობლემის მოგვარების საშუალება თაჩპედი გახდა, მათ დააპატენტეს ახალი ტექნოლოგია, რომელსაც სხვა მწარმოებლებსაც გაუზიარებს.
სმარტფონის უკანა პანელის სენსორით აღჭურვის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ვმართოთ აუდიო ვიდეო ფაილის გაშვებისას, გავადიდოთ გვერდები ბრაუზერში, გადავფურცლოთ ფოტოგრაფიები გალერეაში და ა.შ. ასეთი თაჩპედი შესაძლებელს გახდის ჟესტების საშუალებით გავუშვათ აპლიკაციები, ჩავრთოთ კამერა ან Wi-Fi. შეგახსენბთ, რომ თითს ანაბეჭდის სკანერსაც კი აქვს მსგავსი ჟესტების მხარდაჭერა Google Pixel და Nexus მოწყობილობებში.
Google-მა აღნიშნული პატენტის განაცხადი 1 წლის წინ შეიტანა, თუმცა სააგენტომ ის მხოლოდ ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის დანერგავს Google ამ ტექნოლოგიას თავის სმარტფონებში მაგრამ, ფაქტია, რომ ამ მიმართულებით კომპანია აქტიურად მუშაობს.