ამ კვირაში ჩინეთში ყოველწლიური ღონისძიება Mi Ecosystem გაიმართა, სადაც კომპანია Xiaomi-მ ბევრი მოწყობილობა წარმოადგინა. კომპანია საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოშვებითაა ცნობილი, თუმცა “ჭკვიანი” კბილის ჯაგრისის გამოშვებას არავინ მოელოდა. ახალ ჯაგრისს Mi Ultrasonic Toothbrush ქვია და ის როგორც სახელშია ნათქვამი ულტრაბგერის საშუალებით წმინდავს კბილებს.

კბილის ჯაგრისი Mi Ultrasonic Toothbrush ულტრაბგერას იყენებს, რომელიც 31 000 ვიბრაციას აკეთებს წუთში, რითაც თითქმის იდეალურად წმინდავს კბილებს. მოწყობილობა აღჭურვილია მაღალი ხარისხის DuPont StaClean ჯაგრისით და IPX7 სტანდარტის შესაბამისი წყალგაუმტარი კორპუსი აქვს. ერთი დამუხტვა საკმარისი იქნება დილას და საღამოს კბილების გამოსახეხად. ყველა მონაცემები პროცედურების შესახებ მობილურ აპლიკაციაში გაიგზავნება.

Mi Ultrasonic Toothbrush გაყიდვაში 18 ივლისს შემოვა და 18$ ეღირება.

წინა სტატიაXiaomi-ს ლაზერული პროექტორი Mi Laser Projector 150 დიუმიან გამოსახულებას აჩვენებს
შემდეგი სტატიაNokia-ს სმარტფონებში Xiaomi-ს პროცესორი იქნება გამოყენებული

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი