ამ წელს ბაზარზე დაბრუნდება Nokia-ს სმარფტონები. მის გაკეთებასა და გამოშვებაზე ზრუნავს ფინური კომპანია HMD Global. დღეისათვის წარმოდგენილია საშუალო კლასის მოდელები Nokia 5 და Nokia 6, ამავდროულად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი Nokia 3. ამ უკანასკნელში გამოუენებულია MediaTek-ის პროცესორი, დანარჩენში კი Qualcomm-ის. თუ დავუჯერებთ გავრცელებულ ხმებს, სამომავლოდ Nokia გამოიყენებს Xiaomi-ს პროცესორებს.
დიდი ხნის განმავლობაში ინტერნეტში ვრცელდებოდა ხმები, რომ Nokia და Xiaomi აპირებენენ თანამშრომლობას. თითქოს Xiaomi-ს სურს გამოიყენოს Nokia-ს პატენტები. როგორც განსხვავებული წყაროები იუწყებიან, მათ უკვე მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი დეტალები.