ფოტო და ვიდეო კამერების მწარმოებლების მხრიდან სმარტფონების გამოშვების მცდელობა ახალი არ არის და ამ სფეროში თავისი ძალები უკვე Kodak-მა და Polaroid-მა მოსინჯერ, თუმცა RED-მა ჩვეულებრივი კამერაფონის იდეას გაცდა და უფრო საინტერესო მოწყობილობის გამოშვება დაისახა მიზნად. Hydrogen One  Android სამრტფონი ალუმინის კორპუსში 1 195$ ხოლო ტიტანის კორპუსით 1 495$ ეღირება.

პრეს რელიზი, რომელიც კომპანიამ გამოუშვა ამბობს, რომ ტელეფონს ექნება 5.7 დიუმიანი ჰოლოგრაფიული ეკრანი, რომელზეც 2D მედიის გარდა შესაძლებელი იქნება 3D კონტენტისა და RED-ის სპეციალური “4-view” კონტენტის გაშვება. საუბარია RED-ის მიერ შემუშავებულ ჯერ კიდევ უცნობ ნანოტექნოლოგიაზე, რომლის შესახებაც კომპანიას ჯერ დამატებითი ინფორმაცია არ გაუმხელია საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა იქნება აუგმენტური, ვირუტალური და შერეული რეალობის სრული მხარდაჭერა.

RED ცნობილია, როგორც კამერების მწარმოებელი კომპანია და ეს ერთგვარი სიურპრიზიცაა, რომ მათ ტეელფონის გამოშვება დააპირეს. კომპანია ამბობს, რომ მათი ტელეფონი თავსებადი ქინება მათ კამერებთან და დამატებით კონტოროლერისა და მონიტორის მოვალეობასაც შესარულებს. კიდევ ერთ დეტალი რაც საინტერესოა არის ის, რომ ტელეფონი მოდულურია და მასზე დამატებითი მოდულების მიმაგრება იქნება შეაძლებელი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი უფრო მაღალი ხარისხის ვიდეოსა და ფოტოს გადაიღებს.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here