თვის დასაწყისში iOS აპლიკაციების არაოფიციალური მაღაზიის Cydia-ს ერთ-ერთმა ავტორმა განაცხადა, რომ ჯეილბრეიქის დრო წავიდა. ეს სიახლე ძალიან საწყენი აღმოჩნდა ძალიან ბევრი მომხმარებლისთვის, რომლებიც Cydia-დან უამრავ აპლიკაციას იყენებდნენ სამომხმარებლო ინტერფსისის და სხვა ფუნქციონალის გაუმჯობესებისათვის. აღმოჩნდა, რომ ტვიკების, ემულატორების და სხვა აპლიკაციების დაყენებისთვის, რომლებიც App Store-ში აკრძალულია უკვე არ არის საჭირო ჯეილბრეიქი. ახალი აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლები უპრობლემოდ შეძლებენ სასურველი პროგრამების დაყენებას iOS 10-სა და iOS 11-ში.

პროგრამა, რომელზეც არის საუბარი Cyrus Installer-ია. ის ერთგვარი აპლიკაციების მაღაზიაა და მისი საშუალებით iOS 10/11 მოწყობილობაზე შეიძლება ემულატორების GBA4iOS და PPSSPP-ის გაშვება, ასევე ტვიკების და აუდიო/ვიდეო აპლიკაკციების ჩაწერა. შესაძლებელია ასევე მოდიფიცირებული აპლიკაციების ჩაწერაც, როგორიცაა Snapchat++ და Spotify++. ყველა აპლიკაცია განთავსებულია შესაბამის კატეგორიებში.

Cyrus Installer-ის iOS-ზე დაყენება ძალიან ადვილია. პროექტის ოფიციალურ სატიზე უნდა დააჭიროთ ღილაკს Install Cyrus ან გადახვიდეთ გვერდის ბოლოში და დააკანიროთ QR კოდი. ამის შემდეგ გადახვალთ რეგისტრაციის გვერდზე და დააყენებთ შესაბამის პროფილს. თუ ვყელაფერს სწორად გააკეთბთ ეკრანზე დაემატება Cyrus Installer, რომლის მეშვეობითაც უკვე შეძლებთ სხვა და სხვა აპლიკაციის დაყენებას.

შეგახსენებთ, რომ აპლიკაციების დაყენება AppStore-ის გვერდის ავლით არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც არ გადის არანაირ შემოწმებას ვირუსებზე და სხვა საფრთხეებზე.

  • ტეგები
  • iOS
წინა სტატიაChrome OS მალე პლანშეტებზე გაეშვება
შემდეგი სტატიაMicrosoft-მა Windows Phone 8.1-ის მხარდაჭერა შეწყვიტა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი