ოთხშაბათს უცნობი ჰაკერების ჯგუფმა Parity ეთერიუმის კლიენტიდან 31 725 019 ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს. ამ ფაქტამდე ორი დღით ადრე გატეხილ იქნა Ethereum სტარტაპი სინგაპურიდან CoinDash რა დროსაც ბოროტმოქმედებმა 7,3 მილიონი დოლარის ღირებულების ეთერიუმი მოიპარეს. Parity-ს დამფუძნებელმა გევინ ვუდმა უკვე დაადასტურა მოპარვის ფაქტი და მომხდარის დეტალებზეც ისაუბრა.

გევინის განცხადებით ჰაკერებმა გამოიყენეს აპლიკაციის ბოლო ვერსიაში არსებული მოწყვლადობა, რომელიც მრავალმომხმარებლიანი საფულეების ორგანიზებას უზრუნველყოფდა. ასეთ საფულეებში ტრანზაქციები მისი მფლობელების უმრავლესობის დასტურით ხორციელდება. აღმოჩენილი მოწყვლადობის საშუალებით ჰაკერებმა შეძლეს გაეტეხათ მინიმუმ სამი ანგარიში და გადაირიცხეს ფული.

გევინ ვუდმა მოუწოდა ასეთი საფულეების მფლობელებს რაც შეიძლება მალე გადაიტანონ თანხები უფრო დაცულ საცავში. როგორც კი გატეხვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა “თეთრი ჰაკერების” ჯგუფმა დაიწყო მოწყვლადობის შესწავლა და მალე ეს პრობლემა მოგვარდება.

ეთერიუმი ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა მაინერებს შორის. მომხდარის შემდეგ აღნიშნული ვალუტის კურსი დაეცა თუმცა მალევე დაუბრუნდა ძველ მაჩვენებელს.

წინა სტატიაRemix OS დაიხურა
შემდეგი სტატიაMicrosoft-მა სუსტი კომპიუტერებისთვის Windows 10-ის განახლებები შეწყვიტა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი