ბევრი მსხვილი კომპანია უკვე მერამდენე წლია მუშაობენ დრეკადი მოწყობილობების შექმნაზე. გასულ წელს კომპანია Lenovo-მ პროტოტიპებიც კი გვაჩვენა, ხოლო უკვე ახლა Tech World 2017-ზე მათ პირველი მუშა ეგზემპლარი აჩვენეს, რომელიც Android საოპერაციო სისტემაზე მუშაობს და მდგომარეობიდან გამომინარე სხვა და სხა რეჟიმებში გადართვა შეუძლია.
მოწყობილობის კოდური დასახელებაა Folia. გაშლილ მდგომარეობაში ეს არის 7,8 დიუმიანი პლანშეიტ 1920×1440 პიქსელი გარჩევადობით, მაგრამ თუ მას შუაში გადავკეცავთ მივიღებთ 5,5 დიუმიან სმარტფონს. სპეციალური მექანიზმი შესაძლებლობას იძლევა ორი ნახევარი ნებისმიერი კუთხით მოვღუნოთ.
უკვე ახლა დრეკად პლანშეტს რამდენიმე საინტერესო ფუნქცია აქვს. მაგალითისთვის ორივე ნახევარზე შესაძლებელია იყოს გაშვებული აპლიკაცია და თქვენ შეგიძლიათ გაუშვათ კამერის აპლიკაცია და ხედავდეთ თქვენს თავს თუნდაც მაშინ, როცა იყენებთ მთავარ კამერას.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Microsoft ასევე მუშაობს დრეკად პლანშეტზე. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ეს მოწყობილობების ახალი კლასი გახდეს, რადგანაც ამას წინათ Lenovo-მ დრეკადი ნოუთბუქი გვაჩვენა.