Moto Z2 Play-ს გამოსვლიდან ორ თვეში კომპანია Lenovo-მ ოფიციალურად წარმოადგინა Moto Z Force-ის მე-2 თაობის ფლაგმანი. მწარმოებელმა უცვლელი დატოვა გაბარიტები და ფორმა, რომ შეენარჩუნებინა მოდულებთან თავსებადობა და რაც მთავარია ეკრანის გაძლეობა. Moto Z2 ისევე, როგორც Z ოჯახის სხვა წარმომადგენლები აღჭურვილია სპეციალური კონტაქტებით უკანა პანელზე, რომლითაც დამატებით მოულებს უკავშირდება. სმარტფონი სრულად თავსებადია ყველა ადრე გამოშვებულ აქსესუართან, თუმცა მასში რა თქმა უნდა რამდენიმე სიახლე მაინც არის განხორციელებული.

მიუხედავად იმისა, რომ Z2 Force-მა შეინარჩუნა კორპუსის ფორმა და გაბარიტები, გარეგნულად ის მაინც შეიცვალა. ორიგინალურ Moto Z Force-ში უკანა პანელი გაპრიალებული მეტალის იყო და შუშის ჩასმები ქონდა ზევით და ქვევით ისევე, როგორც iPhone 5-ს. სიახლეში კორპუსი სრულად მეტალისაა და უკანა პანელის პერიმეტრზე აქვს პეციალური ჩასმა ანტენებისთვის.

სმარტფონი წინიდანაც შეიცვალა. პირველ რიგში თვალში მოგხვდებათ თითის ანაბეჭდების სკანერის ოვალური ფორმა, რომელიც მრავალფუნქციური Home ღილაკის მოვალეობასაც ასრულებს. ღილაკს აქვს სვაიპების მხარდაჭერაც, რომელიც უკან დაბრუნების და გაშვებული აპლიკაციების გამოძახებისთვის გამოიყენება. ასეთივე გადაწყვტილებები მწარმოებელმა წელს გამოშვებულ სხვა სმარტფონებშიც დანერგა. ეკრანის ზევით განთავსებულია ორმაგი შუქდიოდური განათბა, რაც ადრე არც ერთ სმარტფონში არ ყოფილა და მისი წყალობით შესაძლებელია სელფების სრულ სიბნელეში გადაღება.

წინა პანელის უმთავრეს ნაწილს 5.5 დიუმიანი AMOELD ეკრანი იყავებს, რომელსაც 2560×1440 პიქსელი გარჩევადობა აქვს. ისევე, როგორც წინა მოდელებში ეკრანი ShatterShield ტექნოლოგითაა დამზადებული, რომეცლი ერთი შუშის ნაცვლად რამდენიმე ფენას იყენებს სხვა და სხვა კომპოზიციის მქონე მატერიალით, რითაც ეკრანის დამტტვრევა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება დავარდნის ან მასზე შემთხვევით რამის მოხვედრისას.

ტექნიკური მონაცემების თვალსაზრისით Moto Z2 Force სრულიად ამართლებს ფლაგმანის წოდებას და უფრო მეტიც ის 2017 წლის მოწინავე ფლაგმანების გვერდზეც შეგვიძლია დავაყენოთ. მაში 8 ირთვიანი Qualcomm Snapdragon 835 ჩიპსეტია და 4 ან 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება აქვს რეგიონების მიხედვით. ჩაშენებული მეხსიერება 64 გიგაბაიტია, რომლის გაფართოებაც microSD ბარათით არის შესაძლებელი. სიახლე Android 7.1.1 Nougat-ზე მუშაობს და მას Bluetooth 4.2 აქვს, რომელიც Android 8.0 განახლებასთან ერთად Bluetooth 5.0 გახდება.

21 მეგაპიქსელიანი კამერის ნაცვლად მას 12 მეგაპიქსელიანი ორმაგი კამერა აქვს ლაზერული ავტოფოკუსით. მთავარ კამერას შეუძლია პორტრეტული სურათების გადაღება გაბლარული ფონით. წინა კამერის გარჩევადობა 5 მეგაპიქსელია.

წინასწარი მონაცემებით Moto Z2 Force წინამორბედზე გაცილებით უკეთესია ყველა პარამეტრში გარდა აკუმლატორის მოცულობისა. შეგახსენებთ, რომ ძველ Moto Z Force-ში 3500 მილიამპერიანი მოდული აყენია. იმსთვის რომ სიახლე უფრო თხელი გამოსულიყო აკუმლატორის მოცულობა 2 750 მილიამპერამდე შეამცირეს. რამდენად დაეტყობა ეს ავტონომიურობას ჯერ ჯერობით ძენლია ვთქვათ, მაგრამ შესაძლოა ახალი პროცესორის წყალობით აკუმლატორის მოცულობის შემცირება დიდი პრობლემა არ აღმოჩნდეს.

რაც შეეხება ახალ მოდულებს წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ერთი Moto 360 Camera, დასახელებითაც მიხვდებით რომ ეს ჩვეულებრივი 360 გრადუსიანი კამერაა.

სიახლე გაყიდვაში 10 აგვისტოდან შემოვა გლობალურად და მისი ფასი 750$ იქნება, ხოლო 360 გრადუსიანი კამერის მოდული 300$ იქნება ხელმისაწვდომი.

წინა სტატიაXiaomi Mi5X-ის ახალი რენდერები
შემდეგი სტატიაUSB 3.2 გააორმაგებს მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი