ლას-ვეგასში, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ჰაკერულ კონფერენციაზე DEFCON წარმოდგენილ იქნა AppleWathc-ის ჯეილბრეიკი. კომპანია Lookout-ის უსაფრთხოების სპეციალისტმა ამის დამადასტურებელი დემონსტრაციაც ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის საათის გატეხვის პირველი შემთხვევა, თუმცა ეს არის პირველი ჯეილბრეიქი, რომელიც საჯაროდ აჩვენეს.

ჯეილბრეიქის საშალებით დეველოპერებმა საათზე გაუშვეს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა Firda და Radare. ასევე გატეხვის შემდეგ შესაძლებელი ხდება SSH კავშირის დამყარებაც. როგორც ჰაკერი მაქს ბაზალია ამბობს watchOS-ის უსაფრთხოება iOS-ის მსგავსად არის მოწყობილი.

ჯეილბრეიქის შემდეგ ხელმისაწვდომი ხდება:

  • ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ
  • ზარების ჩანაწერები
  • ფოტოგრაფიები
  • ქეში
  • კალენდარები
  • კონტაქტები
  • ფოსტა და შეტყობინებები
  • GPS კოორდინატები
  • მიკროფონი
  • Apple Pay
წინა სტატიაApple-მა iPod nano და shuffle-ის წარმოება შეწყვიტა
შემდეგი სტატიაენთუზიასტები Adobe-ს Flash-ის ღია კოდით გამოშვებას მოუწოდებენ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი