ფლაგმანური სმარტპედი Samsung Galaxy Note 7 უკვე რამდენიმე კვირაში იქნება წარმოდგენლი ოფიციალურად და რაც უფრო ვუახლოვდებით რელიზს მით უფრო მეტი ინფორმაცია ჟონავს ინტერნეტში. ცნობილმა ინსაიდერმა ევან ბლასმა Twitter-ზე Note 8-ის ახალი რენდერი გამოაქვეყნა, რომელზეც მოწყობილობის Midnight Black ვერსიაა გამოსახული.

შეგახსენებთ, რომ იგივე ფერში უკვე იყიდება Galaxy S8, თუმცა მისგან განსხვავებით Note 8 უფრო თხელ ჩარჩოებს და უფრო მომრგველებულ ეკრანს მიიღებს. მოსალოდნელია, რომ ახალი სმარტპედი 6,4 დიუმიანი ეკრანით იქნება აღჭურვილი და 4428×2160 პიქსელი გარჩევადობა ექნება. Galaxy Note 8-ში სხვა და სხვა პროცესორები იქნება რეგიონების მიხედვით: Qualcomm Snapdragon 835 ამერიკაში და Exynos 8895 საერთაშორისო ვერსიაში.

წინა სტატიაAMD Radeon RX Vega – GTX 1080-ის ღირსეული კონკურენტია
შემდეგი სტატიაSamsung Leader 8 – ახალი გასაშლელი სმარტფონი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი